ანდრო კობალაძე
ანდრო კობალაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1920 ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 1984, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს სსრ |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
ანდრო კობალაძე (დ. 15 მარტი, 1920, ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 1984) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958). განსაკუთრებით სახელი გაითქვა იოსებ სტალინის როლების შესრულებით.
დაიბადა 1920 წლის 15 მარტს ფერეთაში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1937–1941 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში. სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში. 1941–1945 წლებში მუშაობდა ქუთაისის, 1938-1941 და 1945–1948 წლებში — რუსთაველის, ხოლო 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრებში. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა, 1938 წელს პირველად შეასრულა იოსებ სტალინის როლი სპექტაკლებში: „ნაპერწკლიდან“ და „თოფიანი კაცი“. მას შემდეგ 35 წლის განმავლობაში ასრულებდა ამ როლს სოციალისტური ბანაკის თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კინოსტუდიების მიერ გადაღებულ ფილმებში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1940 | ფ | იაკოვ სვერდლოვი | ![]() |
ჯუღაშვილი |
1948 | ფ | აკაკის აკვანი | სტუდენტი | |
1948 | ფ | ქეთო და კოტე | კოტეს მეგობარი | |
1957 | ფ | სიმართლე | ![]() |
იოსებ სტალინი |
1957 | ფ | ქალის ტვირთი | ||
1958 | ფ | ოქტომბრის დღეებში | ![]() |
იოსებ სტალინი |
1960 | ფ | დილა | ![]() |
კობა |
1965 | ფ | ერთ პლანეტაზე | ![]() |
იოსებ სტალინი |
1970 | ფ | დიდოსტატის მარჯვენა | მსახურთუხუცესი | |
1970 | ფ | მარადისობის წარმოგზავნილები | ![]() |
იოსებ სტალინი |
1971 | ფ | ვარსკვლავები არ ქვრებიან | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
1972 | ფ | ჰორიზონტები | ![]() ![]() |
სერგო ორჯონიკიძე |
1972 | ფ | ცეცხლის მოთვინიერება | ![]() |
ჯუღაშვილი |
1973 | ფ | გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება | ![]() |
იოსებ სტალინი |
1974 | ფ | ალი | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი მთავარი როლი |
1977 | ფ | ტალანტი | ![]() ![]() |
წითელი მეთაური |
1977 | ფ | ფრონტი ფრონტის ხაზისთვის | ![]() |
იოსებ სტალინი |
1978 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე... | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
1978 | ფ | უმცროსი და (მხიარული მოგზაურობა) | Младшая сестра | მილიციის პოლკოვნიკი |
1979 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
1981 | ფ | ფრონტი მტრის ზურგში | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
1981 | ფ | გობის და ხინგანის გავლით | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
1982 | ფ | სახელმწიფო საზღვარი | ![]() ![]() |
იოსებ სტალინი |
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა თეატრში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“ (სტალინი)
- ნიკოლოზ პოგოდინის „თოფიანი კაცი“
- გრიგოლ ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (ერეკლე, საბა ბერი)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ (ნეზნამოვი)
- ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ (კოტე, ზაქარია)
- ვანიონ დარასელის „კიკვიძე“ (დუდნიკოვი)
- პოლიკარპე კაკაბიძის „ყვარყვარე თუთაბერი“ , „კახაბერის ხმალი“ (სევასტი, მეფე)
- ვლადიმერ სოლოვიოვი ს „დიდი ხელმწიფე“ (ბატონიშვილი თევდორე)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეფე ლირი“, „ანტონიოს და კლეოპატრა“, „მეთორმეტე ღამე“ (ბენვილიო, საფრანგეთის მეფე, კეისარ პრინცი ორსინო, ჰერცოგი)
- ბორის ლავრენიოვის „მეზღვაურები“ (ლაბინსკი)
- ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“ (ანდრო ვაშაძე)
- ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი)
- ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“ (ბარათაშვილი)
- გიორგი მდივნის „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“ (ოთარი)
- კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (თენგიზი)
- სერგო კლდიაშვილის „ნაირმალი“ (მურთაზი)
- კარლო კალაძის „ერთი ღამის კომედია“ (არჩილი)
- მარიკა ბარათაშვილის „მარინე“ ( შოთა კევლიშვილი)
- ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“ (სიკო)
- ალექსანდრ დიუმას „მარგარიტა გოტიე“ (გასტონი)
- რევაზ ებრალიძის „ნანა“ (ზურაბ შევარდნაძე)
- ვიქტორ გაბესკირიას „ახალწლის ღამე“ (აბელ ტალიაშვილი)
- მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“ (გოჩა მინდელი)
- ჯემალ ქარჩხაძის „დევიძების ოჯახი“ (სამსონი)
- ევრიპიდეს „მედეა“ (ეგოსი)
- ედუარდო დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“ (კვინდო ბარეცი)
- გიორგი ხუხაშვილის „მოსამართლე“ (იოსები)
- გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ (თავზიშვილი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი