ანდრო დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანდრია (ანდრო) ნესტორის ძე დადიანი (დ. 1892 — გ. 18 დეკემბერი, 1918, სოფ. სადახლო, ახლანდ. მარნეულის მუნიციპალიტეტი; დაკრძალულია ქუთაისში) — ქართველი ოფიცერი, კავალერისტი.

დაიბადა თავად ნესტორ დადიანის და ნინო ანჩაბაძის ოჯახში. დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი (1910) და ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1913). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1915-1917 წლებში მსახურობდა სევერსკის დრაგუნთა მე-18 პოლკში კორნეტად, შემდეგ შტაბს-როტმისტრად, 1917 წლიდან — ქართულ ცხენოსან პოლკში როტმისტრად. 1918 წლიდან იმავე ჩინით იყო საქართველოს არმიის 1-ლი ცხენოსან პოლკში. გმირულად დაიღუპა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს სომხეთის ჯარის ავანგარდის სოფელ სადახლოზე თავდასხმის მოგერიებისას. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, III და II, წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენებით (ყველა 1915), გიორგის იარაღით (16 მარტი, 1918). ცოლად ჰყავდა ვერა ალექსანდრეს ასული ერისთავი (გურიისა) (დ. 1895 — გ. 1935).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი) : ავტორეფ... ისტ. მეცნ. კანდ. 07.00.01 / არჩილ ჩაჩხიანი ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბ., 2006;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №121. - 21 დეკემბერი, 1918.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]