შინაარსზე გადასვლა

პაატა ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრონიკაშვილი, პაატა)

პაატა ანდრონიკაშვილიქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის ერთგული თანამებრძოლი.

XVIII საუკუნის 60-იან წლებში ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილი საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთს მიავლინა. აქ მან რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. 70-იან წლების I ნახევარში დაბრუნდა სამშობლოში და დაევალა საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა. 1778 ებოძა სამეფო არტილერიის მეთაურობა (თოფჩიბაშობა). ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოში სამხედრო წარმოების ევროპულ წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II-ის თაოსნობით დაიწყო.

  • როგავა ა., ტ. 1, გვ. 451, თბ., 1975