მალხაზ ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრონიკაშვილი, მალხაზ)

მალხაზ (მელქისედეკ) ანდრონიკაშვილი (გ. დაახლოებით 1822) — ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების პოლიტიკური მოღვაწე, იულონ ბატონიშვილის ეშიკაღასბაში (ცერემონიალისა და კარის დაცვის უფროსი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი გაითქვა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოლად ჰყავდა არჩილ იმერთა ბატონიშვილისა და ერეკლე II-ის ქალის - ელენეს ასული მაია (მარიამი), სოლომონ II-ის და. მათხოჯის ბრძოლაში (1789) დაამარცხა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე დავით გიორგის ძე. სოლომონმა საცხოვრებლად იმერეთში მიიწვია და სვერის მიდამოებში უბოძა მამული 800 კომლი გლეხითურთ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ ანდრონიკაშვილს მიმოწერა და კავშირი ჰქონდა ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან. 1810 იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე კახეთში ცხოვრობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]