შინაარსზე გადასვლა

ანდრომედე (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ანდრომედე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ანდრომედე.
პოლ გუსტავის ანდრომედე

ანდრომედე[1] (ძვ. ბერძნ. Ἀνδρομέδη, Ἀνδρομέδα) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[2] ეთიოპიის მეფის, კეფეოსის და, მისი ცოლის, კასიოპეს ასული.[3]. ანდრომედემ თავისი სილამაზით განარისხა პოსეიდონის ქვეშევრდომები — ნერეიდები, რომლებმაც პოსეიდონს მიმართეს და მან ეთიოპიას გველეშაპი მიუსია. გველეშაპის მოშორების ერთადერთი პირობა იყო მისთვის ანდრომედეს შეწირვა. ანდრომედე კლდეს მიაჯაჭვეს და გველეშაპს დაუტოვეს; მეფის ასული გადაარჩინა პერსევსმა, რომელიც მფრინავი სანდლებით შინ ბრუნდებოდა. მან გველეშაპს მედუზა გორგონას თავი უჩვენა და გაქვავებული ურჩხული წყალში ჩავარდა.

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი, თბ., 2023, გვ. 36.
  2. Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.1. С.82; Любкер Ф. Реальный словарь классических древностей. М., 2001. В 3 т. Т.1. С.106
  3. Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека II 4, 3-5