შინაარსზე გადასვლა

ანდრომედა (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ანდრომედა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ანდრომედე.
ანდრომედა
ავტორი ჯინ როდენბერი
მონაწილეობენ კევინ სორბო
ლექსა დოიგი
ლიზა რაიდერი
კიტ ჰამილტონ კობი
ლორა ბერტრამი
გორდონ მაიკლ ვულვეტი
ბრენდი ლედფორდი
ბრენტ სტეინი
სტივ ბაკიჩი
ქვეყანა აშშ
კანადა
სეზონი 5
ეპიზოდი 110
წარმოება
ხანგრძლივობა 45 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Global TV, Sci-Fi Channel
ეთერში 2 ოქტომბერი, 2000 (2000-10-02) — 13 მაისი, 2005 (2005-05-13)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ანდრომედა“ (ინგლ. Gene Roddenberry’s Andromeda) — კანადურ-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი. შექმნილია ჯინ როდენბერის იდეის მიხედვით, მისი გარდაცვალების შემდეგ.[1]

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს შორეულ მომავალში, თანამეგობრობის სისტემის გარშემო. თანამეგობრობა მოიცავს სამ გალაქტიკას და ითვლება უტოპიურ საზოგადოებად, თუმცა რელურად იმყოფება ომის მდგომარეობაში მაგოგებთან (აგრესიული ჰუმანოიდური რასა ღამურის მსგავსი სახით). სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად თანამეგობრობამ მაგოგებს დაუთმო პლანეტა რომელიც დასახლებული იყო ნიცშეანელებით (თანამეგობრობის წევრი, გენეტიკურად შეცვლილი რასა). ნიცშეანელები უკმაყოფილო დარჩნენ ამ შეთანხმებით და თავს დაესხნენ თანამეგობრობას.

სერიალის მთავარი გმირი დილან ჰანტი არის თანამეგობრობის კრეისერ „ანდრომედას თანავარსკვლავედის“ კაპიტანი. ხომალდი აღჭურვილია მძლავრი ხელოვნული ინტელექტით, რომელიც ასევე სერიალის მთავარ გმირს წარმოადგენს.

„ანდრომედა“ იღებს უბედურების სიგნალს ნიცშეანელებისგან და გაემართება დასახმარებლად, თუმცა აღმოჩნდება რომ ეს ხაფანგია. დილანი იძულებულია მოახდინოს ხომალდის ევაკუაცია, თვითონ კი მარტო ცდილობს „ანდრომედას“ გადარჩენას. თავისი მეგობარი და პირველი ოფიცერი აღმოჩნდება მოღალატე. იგი ცდილობს დილანის მოკვლას. დილანი ასწრებს და კლავს მას, მაგრამ ორთაბრძოლისას ხომალდი აღმოჩნდება შავი ხვრელის საზღვარზე და დროში „გაიყინება“. მხოლოდ 303 წლის შემდეგ მას ამოიყვანს „ევრიკა მარუ“ ბეკა ვალენტაინის მეთაურობით. „ევრიკას“ ეკიპაჟს გონია რომ ანდრომედა ცარიელია და აპირებენ მის გაყიდვას, თუმცა დილანი არ ანებეს მათ ამას. ის გებულობს რომ ომი თანამეგობრობის განადგურებით დასრულდა და სამყარო ქაოსითაა მოცული. დილანი გადაწყვეტს აღადგინოს თანამეგობრობა და სთავაზობს „ევრიკის“ ეკიპაჟს შეუერთდენ მას. მცირე ყოყმანის შემდეგ ისინი თანხმდებიან.

სერიალის მთავარი გმირებია[2][3]:

პერსონაჟიმსახიობისტატუსი ანდრომედაზეაღწერა
დილან ჰანტიკევინ სორბო„ანდრომედას თანავარკვლავედის“ კაპიტანივარსკვლავური გვარდიის ოფიცერი. 303 წელი გაატარა შავ ხვრელში, საიდანაც თავის დაღწევის შემდეგ აღმოაჩინა რომ თანამეგობრობა განადგურებულია და გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს აღადგინოს იგი.
ბეკა ვალენტაინილიზა რაიდერი„ევრიკა მარუს“ კაპიტანი და „ანდრომედას“ მთავარი პილოტისატვირთო ხომალდის შეუპოვარი და ძალიან საქმიანი კაპიტანი. ყოველთვის ზრუნავს თავისი ეკიპაჟის წევრებზე. არ უყვარს ფოლმალური წესები და ინსტრუქციები. ცხოვრების ძირითადი ნაწილი გაატარა მამამოსის აშენებულ „ევრიკაზე“
„ანდრომედას თანავარკვლავედი“ლექსა დოიგიხომალდის ხელოვნური ინტელექტიხელოვნური ინტელექტი რომელიც მართავს ხომალდის სისტემებს, ასევე მრავალრიცხოვან რობოტებს და ანდროიდებს. ჩნდება ეკრანზე ან ჰოლოგრამის სახით.
რომმილექსა დოიგი„ანდრომედას“ ავატარაავტონომიური ანდროიდი, ფიზიკურად ადამიანის იდენტურია. დილანის ყველაზე ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი.
შეიმუს ჰარპერიგორდონ მაიკლ ვულვეტიმთავარი ინჟინერიგენიალური ინჟინერი და გამომგონებელი[4], გაიზარდა დედამიწაზე, ვერ იტანს მაგოგებს და ნიცშეანელებს. კეთილი და მხიარული ახალგაზრდა, თუმცა უფრო უადვილდება ურთიერთობა კომპიუტერებთან ვიდრე ადამიანებთან. სიამოვნებით დათანხმდა დილანის წინადადებას „ანდრომედაზე“ დარჩენის შესახებ. მან შექმნა რომმი (ხომალდის ავატარა).
ტრენს ჯემინილორა ბერტრამიექიმიეკიპაჟის ყველაზე ამოუცნობი წევრი. „ანდრომედაზე“ ასრულებს ექიმის მოვალეობას. არ უყვარს ლაპარაკი საკუთარ წარმომავლობაზე.
ტირ ანასაზი (1-4 სეზონი)კიტ ჰამილტონ კობიშეიარაღების ოფიცერინიცშეანელი, ეგოისტი და ძალიან ჭკვიანი, ყოველთვის წინასწარ თვლის ყოველ მოქმედებას და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ბემი (1-2 სეზონი)ბრენტ სტეიტიოფიცერი მეცნიერების დარგშიზალიან გონიერი მაგოგი, პაციფისტი, გაურბის ყოვალგვარ ძალადობას. ხშირად გამოდის მრჩევლის როლში დანარჩენი ეკიპაჟის წევრებისთვის.
ტელემახ რეიდი (4-5 სეზონი)სტივ ბაკიჩიშეიარაღების ოფიცერიეკიპაჟის მეორე ნიცშეანელი წევრი, გაჰეიის რეიდის შთამომავალი („ანდრომედას“ ყოფილი პირველი ოფიცერი, რომელმაც ნიცშეანელთა თავდასხმისას უღალატა დილანს). თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი თანამეგობრობის აღდგენის იდეის მიმართ. მოგვიანებით აზრი შეიცვალა და შეუერთდა „ანდრომედას“ ეკიპაჟს.
დოილი (5 სეზონი)ბრენდი ლედფორდი„ანდრომედას“ მეორე ავატარაანდროიდი რომელიც შექმნა ჰარპერმა მას შემდეგ რაც რომმი განადგურებულ იქნა ბრძოლაში. თავდაპირველად დაპროგრამებული იყო რომ საკუთარი თავი ადამიანად ჩაეთვალა. რომმის აღდგენის შემდეგ რჩება „ანდრომედას“ ეკიპაჟში

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]