ანდროგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდროგიჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ანდვირის მამა, ადანი. იგი მომდინარეობდა ჰადორის ხალხისგან და ცხოვრობდა დორ-ლომინში. მას შემდეგ, რაც ქალი მოკლა, მას ყველა ეძებდა. იგი გახდა მშვილდოსანი და შეუერთდა ყაჩაღთა რაზმს, რომელიც ტეიგლინის ტყეში მოძრაობდა. მას შემდეგ, რაც ტურინ ტურამბარი მათ შორის გამოჩნდა, ანდროგი მის ერთ-ერთ მიმდევრად იქცა. ტურინმა იგი შეიწყალა, მიუხედავად იმისა, რომ ანდროგი იძებნებოდა მკვლელობის გამო და ანდროგმაც მხარი დაუჭირა მისი ყაჩაღთა მეთაურად დანიშვნისას.

როდესაც ყაჩაღებმა დაიჭირეს და მოკლეს ჯუჯა მიმის ერთ-ერთი ძე, მიმმა დასწყევლა ანდროგი და უწინასწარმეტყველა, რომ თუ კვლავ აღმართავდა მშვილდს, იგი მასვე მოუტანდა სიკვდილს[1]. წყევლა აღსრულდა ამონ რუდზე ორკთა იერიშის დროს. ანდვირი, ანდროგის ძე, ამ ბრძოლაში გადარჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (2007), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., ჰურინის შვილები, ლონდონი: HarperCollins, მუზარადის და მშვილდის მიწა, ISBN 0-007-24622-6