ანდრი კოცკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრი კოცკა
უკრ. Андрій Коцка
დაიბადა 23 მაისი, 1911(1911-05-23)
დაბადების ადგილი უჟჰოროდი
გარდაიცვალა 3 სექტემბერი, 1987(1987-09-03) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი უჟჰოროდი
სფერო ფერწერა, გრაფიკა
ჟანრი ნატურმორტი, პორტრეტი

ანდრი კოცკა (დ. 23 მაისი, 1911, უჟჰოროდი — გ. 3 ნოემბერი, 1987, იქვე) — უკრაინელი ფერმწერი, გრაფიკოსი. უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტი (1982). უკრაინის მხატვართა კავშირის წევრი (1946). დაამთავრა უჟჰოროდის სამასწავლებლო სემინარია (1931), სწავლობდა ხატვის საჯარო სკოლაში (1931; ხელმძღვანელები — იოსიპ ბოქშაი, ადალბერტ ერდელი), რომის ხელოვნების აკადემიაში (1940–1942; ხელმძღვანელი — ფ. ფერაცი) და წმინდა ლუკას აკადემიაში. 1931–1944 წლებში ასწავლიდა პოდკარპატიის რუსეთის დაწყებით სკოლებში. 1946 წლიდან იყო ზაკარპატიის უკრაინის სახალხო შემოქმედების სახლის დამაარსებელი და დირექტორი; 1948–1950 წლებში ასწავლიდა სიმფეროპოლის გამოყენებითი ხელოვნების სასწავლებელში. 1933 წლიდან მონაწილეობდა საქალაქო, საოლქო, უკრაინისა და საზღვარგარეთის გამოფენებში. პერსონალური გამოფენები მოეწყო უჟჰოროდში (1933, 1935, 1981), კიევში (1981), მოსკოვში (1983), ტრებიშოვში (1984), პრეშოვში (1985), ბუდაპეშტში (1986).[1]

ქმნიდა ლირიკულ ნატურმორტებს, მრავალფიგურიან ჟანრულ და მონუმენტურ-დეკორატიულ კომპოზიციებს კარპატების მთებში მცხოვრები უკრაინელების ცხოვრებიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა და ბავშვთა თემატიკას. აგრძელებდა XIX საუკუნის ევროპული პოსტიმპრესიონიზმის კლასიკურ ტრადიციას, რომელიც „ორმაგი“ რეალობის შესახებ ნეოკანტიანიზმის იდეალისტური ლოზუნგების გავლებით ჩამოყალიბდა. კოცკას კონცეფციაში სამყაროს, ადამიანისა და კოსმოსის სიწმინდის პრიორიტეტულობა განვითარდა წარმართობის, როგორც პლატონიზმის ნაირსახეობის, პირველწყაროთა გავლენის ქვეშ. შემოქმედების ცენტრალური გმირები არიან კარპატების მთებში მცხოვრები უკრაინელები (ვერხოვინელები, верховинці), რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც პირველყოფილი ადამიანების ნეოტიპი. იდეალისტური ქალი გმირის როლს უბრალო მშრომელი ქალი წარმოადგენს. კოცკას პოსტიმპრესიონისტული სინთეტიზმი აგებულია მსოფლიოს უნივერსალური მოდელის შესახებ მხატვრის არქაიკული წარმოდგენების ამბივალენტობაზე. ხელოვნების იდეალური ფორმის ძიებაში კოცკას შემოქმედება მივიდა ევროპული კულტურის კანონიკური სტანდარტებისა და უკრაინული ხალხური ხელოვნების ბუნებრივი ძალის სინთეზამდე. 1988 წელს უჟჰოროდში დაარსდა მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი. ცალკეული ტილოები ინახება უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, უნგრეთის მუზეუმებში, აგრეთვე მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში.[1]

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ზამთარი სოფელ ტიხეში“ (1930-იანი წწ.)
  • „ზამთარი. კვირა სოფელ ტიხეში“ (1933)
  • „ვერხოვინელები“ (1935)
  • „სოფელში“ (1939)
  • „ბაზრობა“ (1939)
  • „ნატურმორტი ომარით“ (1940)
  • „ტ. იაბლონსკა“ (1948)
  • „სლოვაკი გოგონა“ (1951)
  • „მოხუცი კოლმეურნე“ (1951)
  • „გოგონა კოლოჩავიდან“ (1952)
  • „ვერხოვინა“ (1956)
  • „გოგონა თოხით“ (1960-იანი წწ.)
  • „ჰუცულური შემოდგომა“ (1960)
  • „დედა“ (1960)
  • „პატარძალი“ (1960; 1968)
  • „მეგობრები“ (1960; 1970)
  • „ზურმუხტისფერი გაზაფხული“ (1966)
  • „გაზაფხული“ (1967)
  • „ჰუცული ქალები სოფელ ბოჰდანიდან“ (1967)
  • „ჰუცული პატარძალი“ (1970)
  • „ზამთარი“ (1973)
  • „ვესნიანკა“ (1976)
  • „ტიტები ბაღში“ (1980-იანი წწ.-ის დასაწყისი)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Андрій Коцка: Альбом. К., 1973;
  • Андрей Коцка: Каталог выставки. Москва, 1983;
  • Біксей Л. Ідеал, реалізований через образ (95-річчя від дня народж. А. Коцки) // ОМ. 2007. № 1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Коцка Андрій Андрійович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2014). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2023