ანდრის ნელსონსი
ანდრის ნელსონსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 ნოემბერი, 1978[1] [2] [3] [4] (45 წლის) |
დაბ. ადგილი | რიგა[1] |
საიტი | andrisnelsons.com |
ანდრის ნელსონსი ვიკისაწყობში |
ანდრის ნელსონსი (ლატვ. Andris Nelsons, დ. 18 ნოემბერი, 1978) — ლატვიელი დირიჟორი. იგი ამჟამად არის ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისა და ლაიფციგის გევანდჰაუსის ორკესტრის (Gewandhauskapellmeister) მუსიკალური დირექტორი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნელსონსი რიგაში, 1978 წელს დაიბადა. დედამისმა დააფუძნა პირველი ადრეული მუსიკის ანსამბლი, მამამისი კი იყო საგუნდო დირიჟორი, ჩელისტი და მასწავლებელი.[5] ხუთი წლის ასაკში ანდრისი დედამისმა და მამინაცვალმა წაიყვანა რიხარდ ვაგნერის სპექტაკლზე „Tannhäuser“, რომელსაც ნელსონსი დიდ გამოცდილებად თვლის:
„...მას [სპექტაკლს] ჩემზე ჰიპნოზური მოქმედება ჰქონდა. მუსიკით გადავივსე. მე ვიტირე, როდესაც „Tannhäuser“ მოკვდა. მე აქმომდე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც კი ჩემს ბავშვობაში მომხდარა.[6]“
|
ახალგაზრდა ნელსონსი სწავლობდა პიანინოს და 12 წლის ასაკში ხელში აიღო საყვირი.[6] ის ასევე მღეროდა ბას-ბარიტონს დედამისის ანსამბლში.[7] ის ერთი ზაფხულის განმავლობაში სწავლობდა დარტინგტონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ის ასევე იყო ლატვიური ეროვნული ოპერის მესაყვირე.[8]
დირიჟორის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნელსონსი დირიჟორობას სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ტიტოვთან და მონაწილეობდა დირიჟორობის მასტერკლასების ჩატარების დროს ნეემე იარვისთან, რობერტო კარნევალესთან და იორმა პანულასთან. ნელსონსი საკუთარ მენტორად მარისს იანსონსს თვლის, რომელიც მას 2002 წლიდან ასწავლიდა.[9]
2003 წელს ნელსონსი გახდა ლატვიის ეროვნული ოპერის მთავარი დირიჟორი. ეს ადგილი მან 2007 წელს დატოვა.[10] 2006 წელს ნელსონსი ჰერფორდში ფილარმონიის მთავარი დირიჟორი გახდა 2008-2009 წლების სეზონამდე. 2009 წელს მან პირველად იდირიჟორა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში.[11] 2010 წელს ნელსონს ქონდა დებიუტი ბეირუთის ფესტივალზე, სადაც გახსნის ცერემონიაზე ვაგნერის ნაწარმოები იდირიჟორა.[12]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნელსონსი უწინ დაქორწინებული იყო ლატვიელ სოპრანო კრისტინე იპოლაისზე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მაშინ როცა ანდრის ნელსონსი ლატვიის ოპერაში იყო, რომლის წევრებშიც იწერებოდა კრისტინეც. მოგვიანებით ის სოლო მომღერალი გახდა.[13] წყვილი დაქორწინდა 2011 წელს.[14] იმავე წლის 28 დეკემბერს მათი ქალიშვილი, ადრიანა ანა დაიბადა. წყვილი დაშორდა 2018 წელს, 27 მარტს. ნელსონსი ხელმეორედ დაქორწინდა 2019 წლის აპრილში ალისე ჰეიდლერზე.[15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #135471206 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Mark Kanny (8 ოქტომბერი 2008). „Conductor savors ties with Jansons“. Pittsburgh Tribune-Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2008.
- ↑ 6.0 6.1 Richard Morrison (18 დეკემბერი 2009). „Andris Nelsons's rapid rise to the top“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი 2009.
- ↑ Geoffrey Norris (13 September 2008). „Andris Nelsons: 'I've wanted to conduct since I was five'“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 21 February 2009.
- ↑ Terry Grimley (8 October 2007). „Andris takes the CBSO helm“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
- ↑ Charlotte Higgins (9 October 2007). „Young Latvian steps up to lead City of Birmingham orchestra“. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
- ↑ Geoffrey Norris (26 November 2007). „The young ones seize the baton“. Telegraph. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
- ↑ Anthony Tommasini (29 October 2009). „He's Come to Melt the Heart of an Ice Princess“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 September 2010.
- ↑ George Loomis (21 April 2010). „Young Conductor at the Forefront of His Field“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 September 2010.
- ↑ Christopher Morley (23 October 2008). „Kristine Opolais takes double role in La bohème“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 June 2010.
- ↑ Christopher Morley (17 June 2011). „Orchestral manoeuvres for Andris Nelsons“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 16 October 2011.
- ↑ Zoë Madonna (6 November 2019). „BSO music director Andris Nelsons remarried in Germany this spring“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 6 October 2020.