ანდრია ურუშაძე
ანდრია ურუშაძე | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 სექტემბერი, 2010 – 15 მარტი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური |
წინამორბედი | ალექსანდრე კვიტაშვილი |
მემკვიდრე | ზურაბ ჭიაბერაშვილი |
დაბადებული | 25 აპრილი, 1965 თბილისი, საქართველოს სსრ |
საარჩევნი ოლქი | საბურთალო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
შვილები | 2 |
პროფესია | მედიკოსი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ანდრია ურუშაძე (დ. 25 აპრილი, 1965, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2010-2012 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1993-1994 წლებში გაიარა ასპირანტურა ენდოკრინოლოგიაში იმავე უნივერსიტეტში. 1995-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო პროგრამების იმპლემენტაციის ბიუროს ხელმძღვანელად. 1997 წელს დაასრულა სახელმწიფო მართვის სკოლა. 1998 წელს შვეიცარიაში გაიარა სპეციალური კურსები დაზღვევის მენეჯმენტში. 1997-2005 წლებში იყო სადაზრვევო კომპანია „ალდაგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
2005 წლის სექტემბერში ურუშაძე დაინიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად. 2007 წლის ოქტომბერში კი დაინიშნა იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორად. 2010 წლის 10 სექტემბერს გახდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ამ თანამდებობაზე იყო 2012 წლის 15 მარტამდე. ის მინისტრის პოსტზე შეცვალა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ურუშაძე იმავე დღეს დაინიშნა თბილისის მერის მოადგილედ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 25,03% მიიღო (22 339 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1]
პირადი და ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის „ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპები". ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ალექსანდრე კვიტაშვილი |
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 სექტემბერი, 2010 – 15 მარტი, 2012 |
შემდეგი: ზურაბ ჭიაბერაშვილი |