შინაარსზე გადასვლა

ანდრია ტუპოლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრია ტუპოლევი
რუს. Андрей Николаевич Туполев
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1888[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პუსტომაზოვო[3]
გარდ. თარიღი 23 დეკემბერი, 1972(1972-12-23)[4] [1] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [3] (84 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[4] [3]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა flight engineer, პოლიტიკოსი, ინჟინერი, ბიზნესმენი და მფრინავი
მუშაობის ადგილი ტუპოლევის საპროექტო ბიურო და ცაგი
ალმა-მატერი Q28666742? და ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი ალექსეი ტუპოლევი
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, Order of Suvorov, 2nd class, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, გიორგი დიმიტროვის ორდენი, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, ჟუკოვსკის სახელობის პრემია, FAI Gold Air Medal, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, შრომის გმირი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და სოციალისტური შრომის გმირი
ხელმოწერა

ანდრია ნიკოლოზის ძე ტუპოლევი (რუს. Андрей Николаевич Туполев; დ. 29 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1888, სოფელი პუსტომაზოვო, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1972, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953), გენერალ-პოლკოვნიკ-ინჟინერი (1968), სამგზის სოციალისტური შრომის გმირი (1945, 1957, 1972). სსრკ VII მოწვევის ცაკის წევრი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს III-VIII მოწვევების დეპუტატი.

1908 წელს შევიდა მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ნ. ჟუკოვსკის ხელმძღვანელობით დაიწყო მეცადინეობა ჰაერსანაოსნო წრეში. მონაწილეობდა პლანერის აგებაში, შემდეგ კი ამ პლანერითპირველად იფრინა. 1918 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჟუკოვსკისთან ერთად იყო აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტის (ცაგი) დამაარსებელი და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წელს ცაგის შემადგენლობაში ჩამოაყალიბა საკონსტრუქტორო ბიურო და მას სათავეში ჩაუდგა. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობაში დურალუმინის დანერგვის სამუშაოებს. 1924-1925 წლებში შექმნა პირველი მთლიანლითონური თვითმფრინავები ანტ-2 და ანტ-3. შექმნა 100 ტიპის თვითმფრინავი, რომელთაგან სერიულად გამოდიოდა 70. მის მიერ შექმნილი თვითმფრინავებით დამყარებულია 78 მსოფლიო რეკორდი, შესრულებულია 28 უნიკალური გადაფრენა, მათ შორის გადაფრენა გემ „ჩელიუსკინის“ ეკიპაჟის გადასარჩენად (ანტ-4), ვ. ჩკალოვისა და მ. გრომოვის ეკიპაჟების ძირს დაუშვებელი გადაფრენა აშშ-ში ჩრდილოეთ პოლუსის გავლით (ანტ-25) და სხვა. ტუპოლევის კონსტრუქციის მრავალ თვითმფრინავ-ბომბდამშენს, ტორპედომზიდს, მზვერავს (ტბ-1, ტბ-3, სბ, ტბ-7, მტბ-2, ტუ-2) და ტორპედულ კატარღებს (გ-4, გ-5) იყენებდნენ დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ ტუპოლოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი, მათ შორის პირველი საბჭოთა რეაქტიული ბომბდამშენი ტუ-12 (1947), პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-104 (1954), პირველი ტურბოხრახნული კონტინენტთაშორისი სამგზავრო ლაინერი ტუ-114 (1957), ტუ-124, ტუ-134, ტუ-154. შექმნა აგრეთვე ზებგერითი თვითმფრინავები, მათ შორის სამგზავრო ტუ-144.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ა. ტუპოლევი იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო საავიაციო საზოგადოებისა (1970) და ამიერკავკასიის ავიაციისა და კოსმონავტიკის ინსტიტუტის (1971) საპატიო წევრი. 1958 წელს დააჯილდოვეს ჟუკოვსკის სახელობის ოქროს მედლით „ავიაციის თეორიაში საუკეთესო ნაშრომისათვის“. დაჯილდოვებულია ფაი-ს დიდი ოქროს მედლით, ლეონარდო და ვინჩის სახელობის პრემიით (იტალია), ავიაციის ფუძემდებელთა ოქროს მედლით (საფრანგეთი) და სხვა.

იყო ლენინური პრემიის ლაურეატი (1957), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1948, 1949, 1952, 1972). დაჯილდოვებულია 8 ლენინის ორდენით, 6 სხვა ორდენით, მედლებით, აგრეთვე ორი უცხოეთის ორდენით.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118624717 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  4. 4.0 4.1 Туполев Андрей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Encyclopædia Britannica
  6. SNAC — 2010.
  7. filmportal.de — 2005.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. TracesOfWar
  10. The Fine Art Archive — 2003.
  11. Munzinger Personen