ანდრია მერზლიკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრია მერზლიკინი

ანდრია მერზლიკინი
დაბადების სახელი ანდრია ილიას ძე მერზლიკინი
დაბადების თარიღი 24 მარტი 1973
კოროლიოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997–დღემდე
საიტი an-merzlikin.narod.ru
merzlikin.ucoz.com

ანდრია ილიას ძე მერზლიკინი (რუს. Мерзликин, Андрей Ильич; დ. 24 მარტი 1973) — რუსი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრია მერზლიკინი დაიბადა 1973 წლის 24 მარტს ქალაქ კოროლიოვში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა პროფესიად კოსმოსური მანქანათმშენებლობა აერჩია. შედეგად დაეუფლა რადიოტექნიკას, თუმცა ამ მიმართულებით მას არ უმუშავია. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა და კოსმოსური მიმდინარეობა გარკვეული დროით მივიწყებულ იქნა. ამიტომ მერზლიკინმა შეცვალა თავის პირვანდელი გადაწყვეტილება და ამიერიდან პროფესიად ეკონომისტობა აირჩია.

პარალელურად სწავლობდა ს. გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიულ უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდში მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში „როგორ გავატარე ზაფხული“. თავდაპირველად მერზლიკინი შეუჩნეველი რჩებოდა, თუმცა გარემოება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც 2003 წელს გამოვიდა გახმაურებული კინოფილმი „ბუმერი“, სადაც დიმონის სახე განასახიერა.

2003-2006 წლებში პერიოდში მერზლიკინმა მრავალრიცხოვან ფილმებსა თუ სერიალებში მიიღო მონაწილეობა. მისი კინოროლებიდან აღსანიშნავია ასევე: „ცხელი ამბები“, „ბუმერი 2“, „დაკარგულები“ და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]