ანდრია კურბსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრია მიხეილის ძე კურბსკი (რუს. Андрей Михайлович Курбский) (დ. 1528 — გ. 1583) — რუსი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, პუბლიცისტი, იაროსლავის მთავართა გვარს განეკუთვნებოდა. 40-50-იან წლებში ივანე IV-ის უახლოეს პირთაგანი იყო, მაღალი სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობები ეჭირა, რჩეულ რადაში შედიოდა, მონაწილეობდა ყაზანის 1545-1552 წლების ლაშქრობებში. 1561 წელს დანიშნეს რუსეთის არმიის მთავარსარდლად ლივონიის ომში და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. ალექსი ადაშევის მთავრობის დაცემის შემდეგ, 1564 წელს გაიქცა ლიტვაში; პოლონეთის მეფემ კურბსკის მამულები უბოძა და სამეფო რადაში შეიყვანა. იმავე წელს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი არმიის ერთ-ერთი სარდალი გახდა. 1564-1579 წლებში მიმოწერა ჰქონდა ივანე IV-თან. 1573 წელს დაწერა „მოსკოვის დიდი მთავრის ისტორია“, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: