ანდრია გრიგორიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრია გრიგორიევი
რუს. Андрей Александрович Григорьев
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი) 1883
დაბ. ადგილი პუშკინი
გარდ. თარიღი 2 სექტემბერი, 1968(1968-09-02) (84 წლის)
გარდ. ადგილი Mozshinka
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და სამეცნიერო მუშაკი[1]
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი და სამამულო ომის ორდენი

ანდრია ალექსანდრეს ძე გრიგორიევი (რუს. Григорьев, Андрей Александрович; დ. 1 ნოემბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი], 1883, პეტერბურგი — გ. 22 სექტემბერი, 1968, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). სკკპ წევრი 1946 წლიდან. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის პირველი დირექტორი (1931–1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, რის შემდეგ გეოგრაფიის სწავლა განაგრძო ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში (1907–1909); 1909–1916 წლებში თანამშრომლობდა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის გეოგრაფიის განყოფილებაში; 1918 წლიდან მონაწილეობდა ლენინგრადის გეოგრაფიული ინსტიტუტის ორგანიზაციაში, იყო ამ ინსტიტუტის პროფესორი და დეკანი; 1925–1936 წლებში ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი; 1951 წლამდე — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

ჩაატარა საველე გამოკვლევები დიდი მიწის ტუნდრაში, სამხრეთ ურალში, იაკუტიასა და კოლის ნახევარკუნძულზე. იყო მოკლე გეოგრაფიული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.

გრიგორიევის ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკური გეოგრაფიის ზოგად თეორიას, ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპებსა და მეთოდებს, მანვე დაამუშავა მოძღვრება დედამიწის გეოგრაფიული გარსის შესახებ. მონოგრაფიისათვის „სუბარქტიკა“ მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1947). მნიშვნელოვანი ამაგი დასდო გეომორფოლოგიის დარგის განვითარებას. გრიგორიევი თვლიდა, რომ ფიზიკური გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა ფიზიკურ-გეოგრაფიული გარსის სტრუქტურის, შედგენილობის და ცვლილებათა კანონზომიერებების შესწავლა.

1928 წელს ანდრია გრიგორიევს მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი; დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით (1943 და 1963 წწ.), ლენინის ორდენით, სამამულო ომის II ხარისხის ორდენითა და სხვა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Опыт аналитической характеристики состава и строения физико-географической оболочки земного шара, Л.—М., 1937;
  • Субарктика. Опыт характеристики основных типов физико-географической среды, М.—Л., 1946
  • О некоторых вопросах физической географии, "Вопросы философии", 1951, № 1.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 270.
  • Михайлов Е. Я., Андрей Александрович Григорьев, М.—Л., 1947;
  • Рихтер Г. Д., К 60-летию акад. А. А. Григорьева, "Природа", 1944.
  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database