ნიკოლოზ ანდრიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრიაძე, ნიკოლოზ)
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ იოსების ძე ანდრიაძე (დ. 17 ივლისი, 1889, ქუთაისი ― გ. 15 აგვისტო, 1949, თბილისი) — ქართველი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1914–1917 წლებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1932–1941 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე. 1942 წლიდან მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა პროფილაქტიკის საქმეში. 1935 წელს ანდრიაძემ დააარსა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურები და ამცრელი პუნქტები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]