ანდრე მარი ამპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრე მარი ამპერი
Ampere Andre 1825.jpg
დაბ. თარიღი 20 იანვარი 1775(1775-01-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ლიონი[5]
გარდ. თარიღი 10 ივნისი 1836(1836-06-10)[10] [11] [5] [6] [8] [12] [9] (61 წელი)
გარდ. ადგილი მარსელი[10] [5]
დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
სამეცნიერო სფერო ელექტრომაგნეტიზმი[5]
მუშაობის ადგილი პოლიტექნიკური სკოლა[5] და საფრანგეთის კოლეჯი[13]
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა
მეუღლე Julie Carron[5]
შვილ(ებ)ი ჟან-ჟაკ ამპერი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[14]
ხელმოწერა André-Marie Ampère signature.svg

ანდრე მარი ამპერი (ფრანგ. André-Marie Ampère; დ. 20 იანვარი, 1775 — გ. 10 ივნისი, 1836) — ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული ამპერი მის პატივსაცემად დაერქვა.

მეცნიერული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამპერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული მათემატიკაში, მექანიკასა და ფიზიკაში. მისი ძირითადი ფიზიკური ნაშრომები შესრულებულია ელექტროდინამიკის სფეროში. 1820 წელს მან დაადგინა მაგნიტურ ისარზე მაგნიტური ველის მოქმედების მიმართულების განსაზღვრის წესი, რომელიც დღეს ამპერის კანონის სახელითაა ცნობილი; ჩაატარა მრავალი ცდა მაგნიტსა და ელექტრულ დენს შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად; ამ მიზნებისთვის მან შექმნა მრავალი ხელსაწყო; ამპერმა აღმოაჩინა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს დენის მოძრავ გამტარებზე. იმავე წელს მან აღმოაჩინა ურთიერთქმედება ელექტრულ დენებს შორის, მოახდინა ამ მოვლენის ფორმულირება (ამპერის კანონი), განავრცო მაგნეტიზმის თეორია, შემოგვთავაზა ელექტრომაგნიტური პროცესების გამოყენება სიგნალთა გადაცემისთვის.

1822 წელს ამპერმა აღმოაჩინა სოლენოიდის (დენიანი კოჭას) მაგნიტური ეფექტი, საიდანაც მომდინარეობდა სოლენოიდის ეკვივალენტობის იდეა მუდმივი მაგნიტისთვის. აგრეთვე მან შემოგვთავაზა მაგნიტური ველის გაძლიერების იდეა რკინის ფულარის მეშვეობით, რომელიც მოთავსებული იქნებოდა სოლენოიდის შიგნით. ამპერმა თავისი იდეები გადმოსცა ნაშრომებში „ელექტროდინამიკური დაკვირვებების კრებული“ (ფრანგ. „Recueil d’observations electrodynamiques“, პარიზი, 1822), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორიის მოკლე კურსი“ (ფრანგ. „Precis de la theorie des phenomenes electrodynamiques“, პარიზი, 1824), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორია“ (ფრანგ. „Theorie des phenomenes electrodynamiques“). 1826 წელს მან დაამტკიცა მაგნიტური ველის ცირკულაციის თეორემა. 1829 წელს ამპერმა გამოიგონა ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა კომუტატორი და ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი.

მექანიკაში მას ეკუთვნის ტერმინ „კინემატიკის“ ფორმულირება.

1830 წელს მეცნიერულ მიმოსვლაში შემოიღო ტერმინი „კიბერნეტიკა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ampere.cnrs.fr/unevieenimages/index.php?limite=0
  2. http://books.google.de/books?id=rwEoAAAAYAAJ&pg=PA389&hl=de#v=snippet&q=1775&f=false
  3. http://amperemusee.fr
  4. http://www.ras.ru/win/db/show_per.asp?P=.id-49535.ln-ru.dl-.pr-inf.uk-12
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 82. — ISBN 978-2-221-06888-5
  6. 6.0 6.1 MacTutor History of Mathematics archive
  7. André Marie Ampereministère de la Culture.
  8. 8.0 8.1 André Marie Ampere — 1834.
  9. 9.0 9.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  10. 10.0 10.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118645048 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. SNAC
  13. კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  14. Léonore databaseministère de la Culture.