ანდრეი შტოგარენკო
ანდრეი შტოგარენკო | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 (15) ოქტომბერი, 1902 |
დაბ. ადგილი | დნიპრო |
გარდ. თარიღი | 15 ნოემბერი, 1992[1] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი |
დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
ანდრეი იაკოვლევიჩ შტოგარენკო (უკრ: Андрій Якович Штогаренко; დ. 15 ოქტომბერი, 1902 ― გ. 15 ნოემბერი, 1992) ― უკრაინელი საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი (1972),სოციალისტური შრომის გმირი (1982), II ხარისხის ორი სტალინური პრემიის ლაურეატი (1946, 1952) და ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის მფლობელი (1974).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრეი შტოგარენკო 1902 წლის 15 ოქტომბერს, ნოვი-კაიდაკიში, დღევანდელი დნეპროპეტროვსკის მახლობლად დაიბადა.
1912 წლიდან სწავლობდა ეკატერინოსლავსკის მუსიკალურ სასწავლებელში, ზ. რაზლოვსკაიას საფორტეპიანო კლასში, თუმცა ოჯახის ხშირი გადაადგილების გამო, სწავლის დასრულება ვერ შეძლო. 1921-1930 წლებში საშუალო სკოლებში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. 1926 წლიდან 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა აკორდეონისტთა ანსამბლს, რომელსაც კომსომოლის სახელობის პირველი უკრაინული კამერული ანსამბლი ეწოდა. 1930 წელს ხარკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, რომელიც 1936 წელს დაამთავრა.
1943 წლიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც კიევის კონსერვატორიაში მუშაობდა. 1954-1968 წლებში იყო რექტორი,[2] 1968-1989 წლებში ― კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის ხელმძღვანელი.
1944 წლიდან შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას.
1962 წელს მონაწილეობა მიიღეო კიევში გამართულ ნ. ლისენკოს სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში.
გარდაიცვალა 1992 წლის 15 ნოემბერს, კიევში. დაკრძალულია ბაიკოვის სასაფლაოზე.[3]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- II ხარისხის სამამულო ომის ორდენი
- მედალი „კიევის 1500 წლისთავის ხსოვნისათვის“
- II ხარისხის სტალინური პრემია (1946)
- უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1947)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1948)
- II ხარისხის სტალინური პრემია (1952)
- ლენინის ორდენი (1960)
- უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1970)
- კირილესა და მეთოდეს ორდენი (1971)
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1971)
- საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1972)
- ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია (1974)
- ლენინის ორდენი (1982)
- სოციალისტური შრომის გმირი (1982)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ukrainian Soviet Encyclopedic Dictionary, Kiev, 1987
- Keldysh Yu. V. ed. Muzykal'naya Entsyklopedia, Moscow, 1982
- Sadie, Stanley, ed. The New Grove Dictionary of Music & Musicians. London: Macmillan 1980. ISBN 0-333-23111-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биография Штогаренко Андрея Яковлевича[დაარქივებული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ІСТОРІЯ uk. Оф. сайт НМАУ. ციტირების თარიღი: 2017-10-10.
- ↑ Штогаренко Андрей Яковлевич. kiev-necropol.narod.ru. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021