ანდრეი შეპტიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხცოვანი მიტროპოლიტი
ანდრეი შეპტიცკი
უკრ. Митрополит Андрей ШептицькийAndrzej Szeptycki (a).jpg
გალიციის მიტროპოლიტი, ლვოვის (ლემბერგი) მთავარეპისკოპოსი
17 იანვარი 1901 — 1 ნოემბერი, 1944
არჩევა: 12 დეკემბერი, 1900
ეკლესია: უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: მეტროპოლიტი იულიან სას-კულოვსკი
მემკვიდრე: კარდინალი იოსიფ სლიპი
 
დაბადების სახელი: რომან ალექსანდრ მარია შეპტიცკი
ორიგინალი
დაბადების სახელი:
უკრ. Роман Александер Марія Шептицький
დაბადება: 29 ივლისი, 1865
პრილბიჩი, გალისიისა და ლოგომერიის სამეფო, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალება: 1 ნოემბერი, 1944 (79 წლის)
ლვოვი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი
დაკრძალულია: წმინდა გიორგის კათედრალი, ლვოვი, უკრაინა
წმინდანის ტიტული: მხცოვანი
ხსენების დღე: 1 ნოემბერი
პატივის მიგება: უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესია

ანდრეი შეპტიცკი (უკრ. Митрополит Андрей Шептицький, პოლ. Andrzej Szeptycki; დ. 29 ივლისი, 1865 — გ. 1 ნოემბერი, 1944) — უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მიტროპოლიტი 1901 წლიდან 1944 წლამდე, გარდაცვალებამდე.[1] ის მოვალეობას ასრულებდა ორი მსოფლიო ომისა (პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი) და შვიდი პოლიტიკური რეჟიმის დროს (ავსტრია-უნგრეთის იმპერია, რუსეთის იმპერია, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გენერალური მთავრობა და კვლავ საბჭოთა კავშირი).

საეკლესიო ისტორიკოსი, იაროსლავ პელიკანი ამბობდა: „სავარაუდოდ, მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი XX საუკუნის უკრაინული ეკლესიის მთელს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო“.[2] ლვოვის ეროვნული მუზეუმი 1905 წელს შეპტიცკიმ დააარსა და დღეს ის სწორედ ანდრეის სახელს ატარებს.

მის სახელს ატარებს უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-რესურსცენტრი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2017 წლის სექტემბერში.[3]

საერო ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი შეპტიცკი დაიბადა როგორც გრაფი რომან ალექსანდრ მარია შეპტიცკი ლვოვიდან 40 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ პრილბიჩში,[4] გალიციისა და ლოდომერიის სამოფოში, ავსტრიის იმპერიაში.

შეპტიცკები არისტოკრატი რუთენიელები არიან, რომლებიც XIX საუკუნეში პოლონელები, კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები და ფრანგულ ენაზე მოსაუბრეები გახდნენ. ცნობილი პოლონური გვარია შეპტიცკის დედის გვარი ფრედრო. მის წინაპრებს შორის მრავალი მნიშვნელოვანი საეკლესიო ფიგურაა, მათ შორის კიევის ორი მიტროპოლიტი, ათანაზი და ლევი. ანდრეის დედის მამა იყო პოლონელი მწერალი ალექსანდრე ფრედრო. მისი ერთ-ერთი ძმა, კლიმენტი შეპტიცკი ბერი გახდა, ხოლო მეორე ძმა,სტანისლავ შეპტიცკი სამხედრო გენერალი გახდა პოლონეთის სახმელეთო ძალებში. ანდრეი შეპტინცკის სიმაღლე 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი იყო.

ანდრეიმ განათლება თავდაპირველად სახლში, მოგვიანებით კი კრაკოვში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ის ავსტრია-უნგრეთის ჯარში წავიდა მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ავად გახდა და იძულებული გახდა სამხედრო სამსახური დაეტოვებინა. ამის სანაცვლოდ, შეპტინცკი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა კრაკოვსა და ვროცლავში. 1888 წელს მან მოიპოვა დოქტორის ხარისხი. სწავლის პერიოდში ის ეწვია იტალიას, სადაც ვატიკანში პაპ ლეო XIII-ს ესტუმრა. მან ასევე იმოგზაურა უკრაინაში, კიევში, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ვიზიტისას ის შეხვდა გამოჩენილ უკრაინელ პირებს. მოგვიანებით ანდრეი ეწვია მოსკოვსაც.

შეპტიცკის მემორიალური დაბა კრაკოვში, სადაც აღნიშნულია ის ადგილი, სადაც ანდრეი ცხოვრობდა

სასულიერო ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი შეპტიცკი, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, დობრომილის წმინდა ბასილის სახელობის მონასტერში აღიკვეცა (1888), რათა უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიისთვის ემსახურა. მან სახელი ანდრია დაირქვა პეტრე მოციქულის ძმის, ანდრია მოციქულის პატივსაცემად, რადგან ითვლება, რომ სწორედ ანდრიამ ჩამოაყალიბა ბიზანტიური ეკლესია და ის ასევე ითვლება უკრაინული ეკლესიის დამაარსებლად. ამის შემდეგ ანდრეი სწავლობდა იეზუიტთა ორდენის სემინარიაში კრაკოვში და მან 1894 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო თეოლოგიაში. 1892 წელს იგი მღვდლად აკურთხეს ფშემისლში.

1899 წელს, კარდინალ სილვესტერ სემბრატოვიჩის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა ანდრეი შეპტიცკი უკრაინის ბერძნული ეკლესიის სტანილასლავიის საეპისკოპოსოს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარადგინა.[5] (ამჟამინდელი ივანო-ფრანკოვსკი), რაზეც პაპი ლეო XIII თანახმა იყო. ამრიგად, იგი 1899 წლის 17 სექტემბერს მიტროპოლიტმა იულიან სას-კუილოვსკიმ ეპისკოპოსად აკურთხა.[6] ერთი წლის შემდეგ, 1900 წლის 12 დეკემბერს, სემბრატოვიჩის მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ, სამოცდაექვსი წლის ასაკში შეპეცკი დაინიშნა ლვოვის მიტროპოლიტად.

1910 წელს შეპტიცკი ეწვია ჩრდილოეთ ამერიკას, სადაც იგი შეხვდა უკრაინელ ბერძენ კათოლიკე ემიგრანტ თემებს. ესწრებოდა ოცდამეერთე საერთაშორისო ეუქარისტულ კონგრესს მონრეალში, დაათვალიერა უკრაინული თემები კანადაში,

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cyril Korolevsky, Metropolitan Andrew (1865–1944), Translated and Revised by Serge Keleher, Stauropegion, 1993, Lviv.
  • Aharon Weiss, Andrei Sheptytsky in Encyclopedia of the Holocaust vol. 4, pp. 1347–8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Митрополит Андрей Шептицький - Україна Incognita. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-07. ციტირების თარიღი: 2020-04-09
  2. Pelikan, Jaroslav (1990). Confessor Between East and West. Grand Rapids: William B. Eerdmans Publishing Company. ISBN 0-8028-3672-0. 
  3. About the Center uk (2018-05-11). ციტირების თარიღი: 2019-08-30
  4. 150 anniversary of the birth of Metropolitan Andrey Sheptytsky en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2021-05-22.
  5. Kitsoft. Єгипет - July 29 – 150 anniversary of the birth of Andrey Sheptytsky, Metropolitan of Ukrainian Greek Catholic Church en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2021-05-22.
  6. Athanasius D. McVay. (10 April 2008) The Reluctant-to-Accept and the Reluctantly-Accepted Bishop. Annales Ecclesiae Ucrainae. ციტირების თარიღი: 28 March 2011