ანდრეი რუბლიოვის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი

მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსი
55°44′58″ ჩ. გ. 37°40′13″ ა. გ. / 55.7495250° ჩ. გ. 37.6704278° ა. გ. / 55.7495250; 37.6704278
დაარსდა 1947
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა მოსკოვი
ოფიციალური საიტი rublev-museum.ru
Map


ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი — დაარსებულია პეტრე ბარანოვსკის, იგორ გრაბარის, ნიკოლოზ ვორონინის და პავლე მაქსიმოვის მიერ. 1947 წელს,[1] მოსკოვის 800 წლისთავთან დაკავშირებით, მათ თხოვნით მიმართეს მთავრობას, რომ ანდრონიკოვის მონასტრის ტერიტორია დაეთმოთ მუზეუმისთვის. მუზეუმის კოლექცია მოიცავს XII-XX საუკუნეების 13000-ზე მეტ ექსპონატს: ხატს, ფრესკას, ხის სკულპტურას, ძველ ხელნაწერ და ბეჭდურ წიგნებს, სპილენძის და კერამიკის ნაკეთობებს, ასევე არქეოლოგიურ მონაპოვრებსაც.

1949 წლამდე საბჭოთა ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკის გამო, მუზეუმი დირექტორის გარეშე იყო. სსრკ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, შალვა რატიას ინიციატივით, პირველ დირექტორად მოიწვიეს ქართველი სწავლული, დავით არსენიშვილი

ანდრეი რუბლიოვის მუზეუმი

1951 წელს სსრკ მინისტრთა საბჭომ განიხილა მუზეუმის საკითხი, რომელიც რუსეთის სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რემ, ბორის ჩერნოუსოვმა წამოაყენა. კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ სუსლოვმა დავით არსენიშვილს მხარი დაუჭირა და მონასტრის შენობა მუზეუმს დაუტოვა.

1985 წელს, მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით, შენობის წინ სკვერში დაიდგა ანდრეი რუბლიოვის ძეგლი (არქიტექტორი ოლეგ კომოვი). 1991 წელს კი მუზეუმი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს. 1998 წლის რესტავრაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპოზიციები.

პირველი დირექტორის დავით არსენიშვილის ხსოვნის პატივსაცემად მუზეუმის კედელზე გაკეთდა ზურაბ წერეთლის ნამუშევარი ბარელიეფი წარწერით. 2013 წლიდან კი ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენცია „რუსეთი-საქართველო. კულტურების დიალოგი“. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც რუსი მეცნიერები, ასევე სტუმრები საქართველოდან, რომელთა შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებიც არიან.[2]

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექციის ფორმირება დაიწყო 1954 წლიდან მუზეუმის თანამშრომლების პირველ სამეცნიერო ექსპედიციებთან ერთად. პირველი 5 ნამუშევარი ვლადიმირის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან შეირჩა იმ ექსპონატებიდან, რომლებიც, ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, განადგურებას ექვემდებარებოდა. მეორე ფასეული ძღვენი 1955 წელს მიიღეს სუზდალის მამათა მონასტრიდან. 1960 წელს, მუზეუმის გახსნის მომენტში, კოლექცია 317 ხელოვნების ძეგლს მოიცავდა.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.rublev-museum.ru/
  2. ИСТОРИЯ МУЗЕЯ