შინაარსზე გადასვლა

ანდრეი მოვჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი მოვჩანი
რუს. Андрей Андреевич Мовчан
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1968(1968-04-25) (58 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთი
საქმიანობა ეკონომისტი[1] , ჟურნალისტი და ფინანსისტი[1]
მუშაობის ადგილი Carnegie Moscow Center
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ბუთის ბიზნესის სკოლა და Finance University under the Government of the Russian Federation
საიტი movchans.com

ანდრეი მოვჩანი (დ. 25 აპრილი, 1968, მოსკოვი) — რუსი ეკონომისტი, ფინანსისტი, ინვესტიციების სპეციალისტი. Movchan's Group-ის დამფუძნებელი, ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ექსპერტი კარნეგის მოსკოვის ცენტრში[2].

Movchans Group-ის საქმიანობის სფეროა გლობალური ფინანსური ბაზრებზე მაღალი შემოსავლების მქონე ფიზიკური პირების ქონების მართვა, კონსულტაცია ბიზნესის მართვის საკითხებზე და საინვესტიციო პორტფელების დამოუკიდებელი შეფასება.

დაიბადა 1968 წლის 25 აპრილს მოსკოვში.

2020 წელს დატოვა რუსეთი და ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად

  • 1992-1993 წლებში იყო ალფა ჯგუფის განყოფილების უფროსი. 1993 წელს დაინიშნა გუტას ჯგუფის ფინანსური განყოფილების უფროსად.
  • 1994-1997 რუსეთის საკრედიტო ბანკის განყოფილების უფროსი.
  • 1997 წლიდან 2003 წლამდე — ტროიკა დიალოგის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2003-2009 წლებში — აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში Ренессанс Управление инвестициями.
  • 2006-2008 წლებში — რენესანს კრედიტი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2015 წელს იგი ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამას კარნეგის მოსკოვის ცენტრში, პროგრამის ექსპერტი 2017 წლის ივლისიდან.
  • 2016 წელს მან დააფუძნა Movchan's Group, ინვესტიციების მართვის კომპანია და არის მმართველი პარტნიორი.

იგი ცნობილია როგორც ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური სტატიების ავტორი და აქვს პირადი ბლოგი Facebook-ზე. არის YouTube და Telegram-ზე არხების ავტორი, რომელიც ეხება ფინანსური და საინვესტიციო ბაზრების თემატიკას.

იგი არის ჟურნალების Forbes[4], გამოცემა Republic.ru[5] და გაზეთების Vedomosti, РБК და Kommersant-ის სვეტების ავტორი. მიჰყავს ბლოგი საიტზე Snob.ru[6].

  • Андрей Мовчан. Россия в эпоху постправды. Здравый смысл против информационного шума. — М.: Альпина Паблишер, 2019. — 598 с. — ISBN 978-5-9614-2428-7.
  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1051746914 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Андрей Мовчан — Московский Центр Карнеги — Фонд Карнеги за Международный Мир. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  3. Андрей Мовчан. Директор программы «Экономическая политика». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  4. Forbes.ru | Андрей Мовчан — Финансист, руководитель экономической программы Московского центра Карнеги — FORBES CONTRIBUTOR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-08. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  5. Андрей Мовчан на Republic.ru
  6. Андрей Мовчан — Блог — Сноб