ანდრეი მირონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრეი მირონოვი
ანდრეი მირონოვი.jpg
ანდრეი მირონოვი
დაბ. სახელი ანდრეი მენაკერი
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1941
მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1987
რიგა, ლატვია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1960-1987
მეუღლე(ები) ეკატერინა გრადოვა
ლარისა გოლუბკინა

ანდრეი მირონოვი (რუს. Миронов, Андрей Александрович; დ. 7 მარტი, 1941 — გ. 16 აგვისტო, 1987) — თეატრის, კინოსა და ესტრადის მსახიობი. რსფსრ სახალხო არტისტი (1980). მარია მირონოვას და ალექსანდრე მენაკერის შვილი.

1962 წლიდან, შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობი. მისი პირველი თეატრალური როლია სილვესტრი („სკაპენის ოინები“). ახალგაზრდა მირონოვის კომედიური ტალანტი გამოვლინდა სპექტაკლებში: „ბაღლინჯო“ (თავდაპირველად წარდგენილი იყო პრისიპკინის როლზე, ათწლეულის შემდეგ თამაშობდა ოლეგ ბაიანას), „აბანო“ (ველოსიპედკინი), „შემოსავლიანი ადგილი“ (ჟადოვი), „დონ ჟუანი ანუ გეომეტრიის სიყვარული“ (დონ ჟუანი), „რევიზორი“ (ხლესტაკოვი). მსახიობის ყველაზე პოპულარული თეატრალური როლი გახდა ვირტუოზული, ზღაპრული, საზეიმო და ჰაეროვანი ფიგარო „ფიგაროს ქორწინებაში“. კინოში სახელი მოიხვეჭა პეტკას როლის შესრულებით ფილმში „თუ ეს სიყვარულია ?“, რომელშიც „თავისუფალი“ იმიჯი შექმნა.

ახალგაზდრობიდანვე კინოში გვევლინებოდა სიმპათიური ჭაბუკების როლში: „ჩემი უმცროსი ძმა“ (იურკა), „სამს პლუს ორი“ (რომკა). უფრო მოგვიანებით მსახიობმა სარკასტული ფერების გამოყენების გესლი გამომაჟღავნა ფილმებში: „უფრთხილდი ავტომობილს“ (დიმა სემიცვეტოვი) და „ბრილიანტის ხელი“ (გენადი). იმპროვიზაციული ელფერითა და ფილიგრანული ტექნიკით მირონოვი თამაშობდა ვოდევილებსა და ოპერეტებში, სატირულ და ფილოსოფიურ კომედიებში.

1987 წლის 14 აგვისტოს ანდრეი მირონოვი რიგაში ჩატარებული თეატრალური გასტროლებისას სპექტაკლში „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ თამაშისას გონება დაკარგა. შედეგად გადაყვანილი იქნა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც დაუსვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზი. 2 დღის შემდეგ, ესე იგი 16 აგვისტოს მირონოვი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]