ანდრეი კურკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრეი კურკოვი
Андрей Курков.jpg
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1961(1961-04-23)[1] [2] [3] (60 წლის)
დაბადების ადგილი Budogoshch
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი[4] , ჟურნალისტი, რედაქტორი და მთარგმნელი
ენა ინგლისური ენა, გერმანული ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა[5]
ეროვნება რუსები
მოქალაქეობა Flag of Ukraine.svg უკრაინა
ალმა-მატერი კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა
Magnum opus The Gardener from Ochakov
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ანდრეი იურიევიჩ კურკოვი (უკრ: Курков Андрій Юрійович; დ. 23 აპრილი, 1961, ბუდოგოში, ლენინგრადის ოლქი) ― უკრაინელი მწერალი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი კურკოვი 1961 წლის 23 აპრილს ბუდოგოშში, ლენინგრადის ოლქში დაიბადა. ადრეული ბავშვობიდანვე კიევში ცხოვრობდა. 1983 წელს კიევის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ გაზეთის რედაქტორად და გამომცემლობის „დნეპრი“ რედაქტორად მუშაობდა. 24 წლის ასაკში საბჭოთა არმიაში ჩაირიცხა.

დღეისთვის 20-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის 5 საბავშვო წიგნია.

1990-იანი წლებიდან კურკოვის ნაწარმოებებს რუსულ ენაზე უკრაინაში გამომცემლობა „Фолио“ (ხარკოვი) გამოსცემს. 2005 წლიდან რუსეთში კურკოვის ნაშრომებს გამომცემლობა „Амфора“ (სანქტ-პეტერბურგი) გამოსცემს.

უკრაინაში კურკოვის რომანის, „პიკნიკი ყინულზე“, 250 ათაზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი ნაწარმოებები 35-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში სცენარისტად მუშაობდა. 1993 წლიდან არის უკრაინის კინემატოგრაფთა კავშირის, ხოლო 1994 წლიდან უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი.

2014 წლის 8 აპრილს საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Munzinger-Archiv — 1913.
  3. Babelio — 2007.
  4. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Украинский писатель Андрей Курков стал кавалером Ордена Почетного Легиона Франции