ანდრეი კუზმენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრეი კუზმენკო
უკრ. Андрі́й Ві́кторович Кузьме́нко
კუზმა სკრიაბინი
Скрябін5.jpg
კუზმენკო 2011 წლის აგვისტოში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1968
დაბ. ადგილი სამბორი, ლვოვის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი (დღევანდელი უკრაინა)
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 2015
გარდ. ადგილი ლოზუვატკა, დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა
დასაფლავებულია Q63039613?
ეროვნება უკრაინელები
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპ-როკი, პოსტ-პანკი, სინთპოპი, ახალი რომანტიზმი, რეივი, ტექნო, ახალი ტალღა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი, წამყვანი, პროდიუსერი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, გიტარა
აქტიური 1983–2015
ლეიბლ(ებ)ი Studiya Leva, Caravan CD, Nova Records, NAC, Boom Records, Atlantik, Real Records, Lavina Music, Moon Records
ასოციაციები Skryabin, იულია ლორდი, ნატალია მოგილევსკაია, Payushchie Trusy, პლაჩ იერემი, ირინა ბილიკი, Druha Rika, Dazzle Dreams
ჯილდოები Order of Merit (Ukraine), 1st class, Q101504200? და Hero of Ukraine, Order of the State[1]
საიტი skryabinfund.com
ანდრეი კუზმენკო ვიკისაწყობში

ანდრეი „კუზმა“ კუზმენკო (უკრ. Андрі́й Ві́кторович Кузьме́нко; დ. (17 აგვისტო, 1968, სამბორი — გ. 2 თებერვალი, 2015, ლოზუვატკა) — უკრაინელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მსახიობი. ის მეტად ცნობილია, როგროც უკრაინული როკ ბენდის, სკრიაბინის (Скрябін) სოლისტი, რომელიც 1989 წელს დაარსდა. ანდრეი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2015 წლის 2 თებერვალს, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ლოზუვატკას მიმდებარედ, 46 წლის ასაკში.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი კუზმენკო დაიბადა 1968 წლის 17 აგვისტოს, ლვოვის ოლქში, ქალაქ სამბორში. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად ნოვოიავოროვსკიში გადავიდა, სადაც ანდრეიმ თავისი კარიერა დაიწყო. ბავშვობაში ის ოცნებობდა, რომ გამხდარიყო ნაგვის მანქანის მძღოლი. მისი დედა მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა კი ინჟინერი. დედისერთა კუზმენკომ მუსიკალური და სტომატოლოგიური ფაკულტეტები დაასრულა. ანდრეი სტომატოლოგიით არ იყო გატაცებული, თუმცა კურსი მშობლების თხოვნით დაასრულა. 1997 წლის 14 სექტემბერს კუზმენკოს და მის მეუღლეს, სვიტლანას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სახელად მარია ბარბარა დაარქვეს პოლონელი მსახიობის, ბარბარა ბრილსკას პატივსაცემად.

2000-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-იან წლებში კუზმენკო დაუკავშირდა ჯგუფ სკრიაბინს. 2003 წელს კუზმენკო მუშაობდა ტელევიზიაში, გადაცემების: „შანსი“ და „შიკამენოს“ წამყვანად, სადაც პარტნიორობას მომღერალი ნატალია მოგილევსკა უწევდა. 2006 წელს კუზმენკომ გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები სახელწოდებით „მე, პობედა და ბერლინი“. ამ წიგნმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბეჭდა. 2009 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Payushchie Trusy (მომღერალი საცვლები) და ეხმარებოდა პროექტ „DZIDZIO“-ს პოპულარობის მოპოვებაში. ამავე წელს ის იყო შემფასებელი „ B-B-C-ს წლის წიგნის“ ჯილდოზე.

2010-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის იანვრის მიწურულს ანდრეი კუზმენკომ ევრომაიდანის მოვლენებს სიმღერა მიუძღვნა და მან განაცხადა, რომ ის მხარს უჭრდა მაიდანზე შეკრებილ ხალხს და არა ოპოზიციას. 2014 წლის ომის დროს ის ეხმარებოდა სამხედროებს და ამ დროს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ანტიტერორისტულ საოპერაციო ზონაში დაიჭრა. 2014 წლის ოქტომბერში ანდრეიმ შექმნა საკუთარი ინტერნეტ რადიო სადგური სახელწოდებით „S.R.A.K.A.“, სადაც, მისივე თქმით, ისეთ მუსიკებს უშვებდა, რაცას მანქანაში უსმენდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კუზმენკომ მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის მაშინდელი მთავრობა, მთავრობის წარმომადგენლებს სიკვდილი უსურვა და ისინი კორუფციაში დაადანაშაულა.[4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 8 საათსა და 20 წუთზე, ანდრეი კუზმენკო გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევაში, სოფელ ლოზუვატკას მიმდებარედ, კრივი რიჰის რაიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, უკრაინაში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ის ავარიაში კრივოი-როგისა და კროპივნიცკის დამაკავშირებელს გზის მონაკვეთზე მოხვდა, Toyota Sequoia-ს ჯიპში, რომელსაც თავად კუზმენკო მართავდა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებები კუზმენკოსთვის საბედიწერო აღმოჩნდა. ის ბრუნდებოდა კრივოი როგიდან, სადაც მის ჯგუფს წინა დღით ჯონცერტი ჰქონდა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტეროიდს სახელწოდებით 291923 კუზმასკრიაბინი (291923 Kuzmaskryabin), რომელიც ანდრუშივკას ასტრონომიულ ობსერვატორიაში, ჟიტომირის ოლქში აღმოაჩინეს 2006 წელს, ანდრეი კუზმენკოს სახსოვრად მისი სახელი უწოდეს.[5] სახელის მინიჭების ოფიციალური დოკუმენტი გამოქვეყნდა მინორის პლანეტის ცენტრის მიერ 2016 წლის 23 მარტს.[6]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი კუზმანს მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ გადაცემებსა და ფილმებში, როგორებიცაა: საღამოები ხუტირში დიკანკასთან (2001), ლესია + რომა (2006), კარნავალის ღამე ინტერში (2006), ძალიან საახალწლო კინო (2007), პატარა წითელქუდა (2009)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кузьма Скрябін / І. Панасов, М. Рубан. — Київ: ІРІО, 2019. — 128 с. — (Видатні українці. Люди, які творили історію). — ISBN 617-7453-74-0.
  • Шурин В. «В одному зі снів син сидить переді мною на лавці. „Андрійчику, — питаю, — як це все сталося?“ Мамцю, — каже, — я не винен…» // Факты. — 2017. — № 42 (4717) (24 марта). — С. 17. — (Судьба).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.president.gov.ua/documents/3232020-34693
  2. На Дніпропетровщині у ДТП загинув співак Кузьма Скрябін Ukrainian. espreso.tv (2 February 2015). ციტირების თარიღი: 12 September 2019.
  3. Ukrainian pop star dies in car accident
  4. Последнее интервью Скрябина в Кривом Роге 1.02.2015 Russian (1 February 2015). ციტირების თარიღი: 11 February 2015.
  5. 291923 Kuzmaskryabin (2006 QW23). Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 12 September 2019.
  6. MPC/MPO/MPS Archive. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 12 September 2019.