ანდრეი კარლოვის მკვლელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი კარლოვის მკვლელობა
ანკარა — თურქეთი
ანკარა
ანკარა
ანკარა (თურქეთი)
მდებარეობა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (თურქ. Çağdaş Sanatlar Merkezi), ანკარა, თურქეთი[1]
თარიღი 19 დეკემბერი, 2016
სამიზნე ანდრეი კარლოვი
თავდასხმის ტიპი
სროლა • ტერორისტული აქტი
იარაღი პისტოლეტი
დაღუპულები 2 (მათ შორის თავდამსხმელიც)
თავდამსხმელები მევლუთ მერთ ალთინტაში (22 წლის, პოლიციის ოფიცერი)[2][3]
მოტივი სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩარევის პროტესტი

რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ანდრეი კარლოვის მკვლელობა მოხდა 2016 წლის 19 დეკემბერს, თურქეთის დროით 19:30 სთ-ზე, ქალაქ ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.[4][5][6][7] დიპლომატი იმყოფებოდა ფოტო-გამოფენის „რუსეთი მოგზაურის თვალით: კალინინგრადიდან კამჩატკამდე“ გახსნის ცერემონიალზე, მაშინ როცა მას დაესხა საქმიან კოსტუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი — პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალთინტაში (თურქ. Mevlüt Mert Altıntaş). მკვლელობა მოხდა სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გამართული ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ[4].

თავდამსხმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეძახილით „დიდება ალაჰს“ თავდამსხმელმა ესროლა რუს დიპლომატს, ანდრეი კარლოვი ზურგზე დაეცა, მას შემდეგ თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ ესროლა მას. შემდეგ ალთინტაშმა განახორციელა რამდენიმე გამოსროლა შეძახილებით „ეს თქვენ ალეპოსთვის“, „ჩვენ ვიხოცებით იქ, შენ დაიხოცები აქ“, „დიდება ალაჰს![4][7][8][9][10]. აღსანიშნავია, რომ ალთინტაში იყო თურქეთის პოლიციის ოფიცერი, თუმცა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის გამო ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს[11][12][13]. ტერორისტის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახდინა[14].

საერთაშორისო რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსი დიპლომატის მკვლელობა დაგმო, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს ეს მოვლენა ტერორისტულ აქტად[15].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oliphant, Roland; Rothwell, James. Russian ambassador to Turkey Andrey Karlov shot dead by police officer in Ankara who shouted 'Aleppo, revenge' (19 December 2016). ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  2. Russian ambassador shot dead by gunman 'out of revenge for Aleppo' (19 December 2016).
  3. CNN, Catherine E. Shoichet and Nick Thompson. Russia's ambassador to Turkey assassinated in Ankara. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  4. 4.0 4.1 4.2 „Russian ambassador Andrei Karlov shot and injured in Turkey“. BBC news. 2016-12-19.
  5. Walker, Shaun; Shaheen, Kareem; Chulov, Martin (2016-12-19). „Russian ambassador to Turkey killed in Ankara shooting“. The Guardian.
  6. Russian ambassador shot dead in Ankara gallery (19 December 2016).
  7. 7.0 7.1 Gumrukcu, Tuvan; Butler, Daren (2016-12-19). „Russian ambassador gunned down in Ankara, Russian agency says killed“. Reuters.
  8. „Turkey: Russia's ambassador in Ankara killed in shooting attack by police officer“. haaretz.com. Reuters and the Associated Press. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  9. „Russian ambassador to Turkey dead: Andrey Karlov dies after being shot in Ankara“. The Independent. 2016-12-19.
  10. „שגריר רוסיה בטורקיה נרצח. המתנקש צעק: "אנחנו מתים בחלבּ, אתם תמותו כאן" [Russia's ambassador to Turkey was murdered. The assassin shouted: "We are dying Bhlb, you will die here"] (Hebrew). ynet. 2016-12-19.
  11. „Killer of Russia's ambassador fired from police after July's failed coup in Turkey — media“. TASS.
  12. „Russian ambassador to Turkey shot dead by gunman in Ankara“. Mail Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-21. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
  13. „Reports emerge of gunman’s motive“. NewsComAu.
  14. Umar, Farooq; King, Laura. Off-duty police officer identified in fatal shooting of Russia's ambassador to Turkey. Sun-Sentinel (19 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2020. ციტატა: „The assailant, identified by Interior Minister Suleyman Soylu as a 22-year-old riot policeman, was himself gunned down by security forces.“ ციტირების თარიღი: 19 December 2016
  15. Совбез ООН признал терактом убийство российского посла в Турции. Росбизнесконсалтинг (2016-12-19). ციტირების თარიღი: 2016-12-19.