ანდრეი ბელოზერსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეი ბელოზერსკი
დაბ. თარიღი 16 (29) აგვისტო, 1905
დაბ. ადგილი ტაშკენტი[1]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1972(1972-12-31) (67 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და molecular biologist[2]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Winogradsky Institute of Microbiology RAS, Gamaleya Research Institute of Epidemiology and Microbiology და Bach Institute of Biochemistry RAS
ალმა-მატერი უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მიხეილ ლომონოსოვის პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, ლენინის ორდენი[3] , ლენინის ორდენი[3] და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი

ანდრეი ნიკოლაის ძე ბელოზერსკი რუს. Андре́й Никола́евич Белозе́рский (დ. 29 აგვისტო, 1905, ტაშკენტი — გ. 31 დეკემბერი 1972, მოსკოვი) — საბჭოთა ბიოლოგი, მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საბჭოთა კავშირში; სოციალისტური შრომის გმირი (1969).

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1962 - 1958, ვიცე-პრეზიდენტი 1971 წლის 28 მაისიდან 1972 წლის 31 დეკემბრამდე. აწარმოებდა კვლევას ნუკლეინის მჟავების შედგენასა და მათ განაწილებაზე სხვადასხვა ორგანიზმებში. მიიღო MRNA-ს არსებობის პირველი მტკიცებულება. გენური სისტემების საფუძვლების შექმნა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეი ნიკოლაის ძე ბელოზერსკი დაიბადა ტაშკენტში, ჩინოვნიკის ოჯახში. მისი მამა, ნიკოლაი ანდრეის ძე ბელოზერსკი იყო შუა აზიაში გადასახლებული რუსი ოჯახიდან, მუშაობდა იურისტად. მისი დედა — ევგენია სემენოვნა იყო მუსიკის მასწავლებელი გიმნაზიაში. ოჯახში იყო სამი ბავშვი: ნიკოლაი, ლიდია და ანდრეი. 1913 წელს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ანდრეი მოხვდა ბავშვთა სასხლში, მაგრამ მისი დახურვის შემდგომ, 1917 წლის გაზაფხულზე ის საცხოვრებლად გადავიდა დედის დის ოჯახში, ტატიანა ივანოვის ასულ სემენოვნასთან, ქალაქ ალმათში.

სტუდენტური წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ანდრეი 1921 წელს სკოლის ატესტატის გარეშე ჩარიცხეს უზბეკეთის ეროვნულ უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ტაშკენტში. სტუდენტობისას ანდრეი მუშაობდა ლაბორანტად 1923-1924 წლებში, ხოლო 1925 წლიდან ასწავლიდა საკუთარ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მან საკუთარი პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩაატარა პირველი სამეცნიერო კვლევა. იგი შეისწავლიდა წყალბადის იონების კონცენტრაციას ზოგიერთი მთის მცენარეში.

1927 წელს ანდრეიმ დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით „მცენარეთა ფიზიოლოგია“ . 1927 წლიდან 1930 წლამდე სწავლობა ასპირატურაზე უზბეკეთის ეროვნულ უნივერსიტეტში.

მუშაობა მოსკოვის უნივერსიტეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს ანდრეი ბელოზერსკიმ, მოსკოვში გამგზავრებისას, გაიცნო ალექსანრე რობერტის ძე კიზელი და მოწვეულ იქნა მის მიერ სამუშაოდ, იმ დროს შექმნის პრცესში არსებულ, ახალ მცენარეთა ბიოქიმიის კათედრაში, მოსკოვის უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელობით ანდრეიმ დაიწყო მცენარეთა ცილების შესწავლა ზრდის სხვადასხვა სტადიაზე.

1930 წლიდან ანდრეი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა; ასისტენტად 1930-1932; შემდეგ დოცენტად 1943-1971.

1938 წელს მას, დისერტაციის დაცვის გარეშე, მიანიჭეს დოქტორის კანდიდატობის სტატუსი; ხოლო 1943 წელს დაიწვა დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის სტატუსისთვის.

სამეცნიერო საქმიანობა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიბიოტიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეის კვლევის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენდნენ ანტიბიოტიკები. მათი გამოკვლევა ბელოზერსკიმ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. მან შეისწავლა ერთ-ერთი ეფექტიანი ანტიბიოტიკის ქიმიური შემადგენლობა, რომლის სახელია გრამიციდინიც. ამ თემაზე პირველად მუშაობისას აღმოჩენილ იქნა გრამიციდინის პოლიპეპდიდური ბუნება და ამინომჟავური შემადგენლობა. კვლევები ასევე მიმდინარეობდა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მიღებულ იქნა რამდენიმე შერეული გრამიციდინი, რომელთა აქტიურობა გამოიკვლიეს.

პირადი ცხოვრება, ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელოზერსკი დაქორწინებული იყო ორჯერ და ჰყავდა სამი შვილი: გოგო - ნატალია, პირველი ცოლისგან; ხოლო მიხეილი და ტატიანა (ცოლად გაჰყვა ბიოლოგს, ალექსანდრე ზამიატნინს[4]). ყველა შვილმა ბიოლოგიასთან დაკავშირებული განათლება მიიღო.

ანდრეი ბელოზერსკი გარდაიცვალა მოსკოვში, კუჭის კიბოთი, 1972 წლის 31 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Белозерский Андрей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Czech National Authority Database
  3. 3.0 3.1 Homeland heroes — 2000.
  4. С кем Нильс Бор соображал на троих?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-18. ციტირების თარიღი: 2019-04-09.