ანდრეევო-მელენტევოს მარიამ მაგდალინელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეევო-მელენტევოს მარიამ მაგდალინელის ეკლესია
ანდრეევო-მელენტევოს მარიამ მაგდალინელის ეკლესია — რუსეთი
ანდრეევო-მელენტევოს მარიამ მაგდალინელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1815

ანდრეევო-მელენტევოს მარიამ მაგდალინელის ეკლესია (რუს. Церковь Марии Магдалины) — მართლმადიდებლური ეკლესია ნეკლინოვის რაიონის სოფელ ანდრეევო-მელენტევოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: 346841, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი ანდრეევო-მელენტევო, გამარჯვების ქუჩა № 9.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 20-იან წლებში სოფელ ანდრეევო-მელენტევოში ააგეს მარიამ მაგდალინელის ეკლესია. ეკლესიის მშენებლობა წარიმართა ინფანტერიის გადამდგარი გენერლის ანდრია მელენტევის სახსრებით, რომელიც მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში და დააჯილდოეს წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.

აგურის შენობა შენდებოდა ათი წლის განმავლობაში. დასრულების შემდეგ აკურთხეს მარიამ მაგდალინელის სახელზე - ანდრეი მელენტევის ქალიშვილი ატარებდა ამ წმინდანის სახელს[1].

ღვთისმსახურება ეკლესიაში მიმდინარეობდა 1930 -იან წლამდე. შემდეგ ეკლესია დახურეს, მის სარდაფში ცხოვრობდნენ ტაგანროგის ერთ-ერთი მონასტრის ბერები.

ეკლესია კვლავ გაიხსნა 1948 წელს და მოქმედებდა 1960 წლამდე. ეკლესიების დევნის პერიოდში ეკლესია დახურეს და მასში განათავსეს სამშენებლო მასალების საწყობი. 1980-იან წლებში ეკლესიაში შემთხვევით გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ეკლესიისაგან მხოლოდ შიშველი კედლებიღა დარჩა. განადგურდა ფრესკებიც. გადარჩენილი ნარჩენები მრევლმა შეინახა თეოდორა და ანდრეი მელენტევების აკლდამაში.

1992 წელს სოფელში ოფიციალურად დარეგისტრირდა საეკლესიო საზოგადოება. დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. ეკლესიის აღორძინებაში მრავალი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მატერიალური დახმარება გაუწია კოლმეურნეობა „სარმატმა“, რაიონის ადმინისტრაციამ ა. გერაშჩენკოს სახით. ღვთისმსახურება აღდგენილ ეკლესიაში დაიწყო ოთხი თვის შემდეგ - 1993 წლის 7 იანვარს.

1994 წელს ეკლესიაში აღადგინეს სამრეკლო. ზარები ეკლესიისათვის ჩამოასხეს ვორონეჟში. 2000 წელს ტაგანროგელმა მეწარმეებმა ეკლესიას გადასცეს მარმარილოს ფილები იატაკისათვის და მარმარილოს კანკელი.

ამჟამად ეკლესია აღდგენილია, მასთან მუშაობს საკვირაო სკოლა. 1992 წლიდან ელესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ბანდურინი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Марие-Магдалининский храм с. Андреево-Мелентьево. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-01. ციტირების თარიღი: 2017-03-26.