ანდრეა პალადიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრეა პალადიო
Andrea Palladio2.jpeg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი არაუადრეს 8 ნოემბერი, 1508 და არაუგვიანეს 30 ნოემბერი, 1508
დაბ. ადგილი პადუა[1] [2]
გარდ. თარიღი 19 აგვისტო, 1580[3] [4] (71 წლის)
გარდ. ადგილი ვიჩენცა[5] [2]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[6] [7] და ხელოვნების თეორიტიკოსი[7]
მოქალაქეობა Flag of Most Serene Republic of Venice.svg ვენეციის რესპუბლიკა
მნიშვნელოვანი პროექტები პალადიოს ბაზილიკა, ვენეციის აკადემიის გალერეა, ვილა სარაცენო, ვილა კაპრა, Gioiello di Vicenza, Church of San Giorgio Maggiore და ტეატრო-ოლიმპიკო
მეუღლე ალეგრადონა

ანდრეა პალადიო (ნამდვილი გვარი — დი პიეტრო; დ. 1508 — გ. 1580) — იტალიელი არქიექტორი. გვიანი აღორძინების წარმომადგნელი. ანტიკურ და რენენასნულ ტრადიციებზე დაყრდნობით შეიმუშავა ქალაქის სასახლეების (პალაცო კიერიკატი, 1550, ვიჩენცა), ქალაქგარე ვილების („როტონდა“ ვიჩენცის სიახლოვეს, 1551–1567), ეკლესიის შენობის (ილ რედენტორე ვენეციაში, დასრულდა 1592 წელს) ახალი ტიპები. შემოქმედებითად გაიაზრა ორდერული სისტემა. პალადიოს შემოქმედებამ და ტრაქტატმა „ოთხი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ (1570) გამოიწვია პალადიანიზმის განვითარება.[8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვისმთლელის შვილი იყო.[9] მუშაობდა ვიჩენცასა და ვენეციაში. სწავლობდა პადუაში, ქვისმთლელ ბ. კავაცის სახელოსნოში. 1524 წლიდან ქვას თლიდა ვიჩენცაში, ჯ. და პორლეცისა და მოქანდაკე ჯ. პიტონის არქიტექტურულ-სკულპტურულ სახელოსნოში. 1535–1537 წლებში მონაწილეობდა კრიკოლიში ვილების გაფართოების პროცესში, ეს ვილები ვიჩენცელ ჰუმანისტ ჯ. ჯ. ტრისინოს ეკუთვნოდა, რომელმაც დაიახლოვა მომავალი არქიტექტორი, მოუფიქრა ფსევდონიმი პალადიო (თავისი თხზულების ერთ-ერთი პერსონაჟის მიხედვით), მისცა მას ჰუმანიტარული განათლება და კლასიკური ანტიკურობის გემო ჩააგონა. ტრესინოსთან ერთად 1541 წელს ანდრეა პალადიომ იმოგზაურა რომში, სადაც კვლავ დაბრუნდა 1545, 1546–47, 1549 და 1554 წლებში.[10]

აზომა და ღრმად შეისწავლა ანტიკური ხუროთმოძღვრული ძეგლები. განიცადა ვენეციური რენესანსული არქიტექტურის გავლენა. მისი შემოქმედება გვიანდელი რენესანსის კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია.[9]

ვინჩენცასა და მის შემოგარენში არსებული პალადიოს 26 ნამუშევარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (იხ. ანდრეა პალადიოს ვილები).[10]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრეა პალადიო ანტიკურ ძეგლებში ხედავდა ხუროთმოძღვრული კანონების იდეალურ ხორცშესხმას, ხოლო ანტიკურ ორდერულ სისტემაში — ყოველგვარი არქიტექტურული კომპოზიციის ამოსავალ ფორმას; მიუხედავად ამისა, იგი ორდერულ ფორმებს არასოდეს იყენებდა მხოლოდ დეკორაციული თვალსაზრისით. პალადიომ ნაგებობის კედელი გაიაზრა არა როგორც წყობის ამორფული მასა, არამედ როგორც სხეული, რომელსაც გააჩნია საფუძველი, შუამზიდი და დამაგვირგვინებელი ნაწილები. ცდილობდა ბუნებრივად დაეკავშირებინა ნაგებობების გეგმა ფასადთან, ხოლო თვით ნაგებობა — მთლიანად ქალაქის განაშენიანებასთან.[9]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალადიოს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარია ე. წ. ბაზილიკა ვიჩენცაში (დაიწყო 1549 წელს), რომელსაც საფუძვლად დაედო ჯერ კიდევ XIII საუკუნეში აგებული პალაცო რაჯონეს (რატუშა) ძველი შენობა. პალადიოს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასახლეებისა და ვილების მშენებლობას (ვილები: „როტონდა“ ვიჩენცის მახლობლად, 1551–1567, დაამთავრა არქიტ. ვ. სკამოციმ 1580–1591 წლებში; ბარბარო-ვოლპი მაზერიში, ტრევიზოს მახლობლად, 1560–1570 და სხვ.). საეკლესიო ნაგებობებში ერთმანეთს უთავსებდა დიდ და მცირე ორდერებს, რითაც ორგანულად აკავშირებდა ანტიკური ტაძრის პორტიკს ბაზილიკურ შიდა სივრცესთან. თეატრი ოლიმპიკო (1580–1585, დაამთავრა არქიტ. ვ. სკამოციმ) ვიჩენცაში წარმოადგენს ახალი დროის ერთ-ერთ პირველ თეატრალურ ნაგებობას. პალადიოს ეკუთვნის სახელგანთქმული ტრაქტატი „ოთხი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ (1570), რომელშიც მან აღწერა განხორციელებული თუ განუხორციელებელი ჩანაფიქრები, გადმოსცა ორდერებისა და ანტიკური ხუროთმოძღვრული ძეგლების რეკონსტრუქციის სისტემა; გამოაქვეყნა ტრაქტატი „რომის სიძველენი“ (1554) და „კომენტარები იულიუს კეისრის შესახებ“ (1575).[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118591355 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. http://www.treccani.it/enciclopedia/andrea-palladio_(Dizionario-Biografico)/
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Палладио Андреа // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  7. 7.0 7.1 The Fine Art Archive — 2003.
  8. Палладио // Советский энциклопедический словарь / гл. ред. А. М. Прохоров. — 4-ое изд. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 972, 1632 c. ISBN 5-85270-001-0.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 პალადიო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 642.
  10. 10.0 10.1 Назарова О. А. Палладио // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 160–161.