ანდრეას ჰოფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრეას ჰოფერი

ანდრეას ჰოფერი (დ. 22 ნოემბერი, 1767, სანქტ-ლეონჰარდი — გ. 20 თებერვალი, 1810, მანტუა) — ტიროლის ეროვნული გმირი. ფრანგი და ბავარიელი ოკუპანტების წინააღმდეგ ტიროლის გლეხობის განმათავისუფლებელი აჯანყების (1809) მეთაური.

1805 წელს ნაპოლეონ I-მა ტიროლი წაართვა ავსტრიას და გადასცა თავის მოკავშირე ბავარიას. 1809 წლის აპრილში ჰოფერი სათავეში ჩაუდგა აჯანყებულებს, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს იზელის მთასთან (1809, მაისი) და გაათავისუფლეს ტიროლი ბავარიელთაგან. ჰოფერი განაგრძობდა ბრძოლას საფრანგეთი-ავსტრიის დაზავების შემდეგაც და მოპოვებულ გამარჯვების შედეგად ფაქტობრივ ტიროლის მართველი გახდა. შენბრუნის ზავი (1809 ოქტ.) დადების შემდეგ ნაპოლეონმა მნიშვნელოვანი ძალების გამოყენებით შესძლო აჯანყებულთა დამარცხება. ჰოფერი გაიქცა, მაგრამ ფრანგებს ჩაუვარდა ხელში და 1810 წელს იგი დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]