ანდრეას ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრეას ბერძენი
Prince Andrew of Greece.JPG
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცი
დაიბადა 2 თებერვალი, 1882
ათენი, საბერძნეთი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1944, (62 წლის)
მონტე-კარლო, მონაკო
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) ალისა ბატენბერგელი
(ქ. 1903)
შვილ(ებ)ი მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
სოფია, ჰანოვერის პრინცესა
ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი
მამა გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
დედა ოლღა კონსტანტინეს ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ანდრეას ბერძენი (ბერძ. Ανδρέας της Ελλάδας, დან. Andreas af Grækenland; დ. 2 თებერვალი, 1882, ათენი, საბერძნეთი ― გ. 3 დეკემბერი, 1944, მონტე-კარლო, მონაკო) ― გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთისა და დანიის პრინცი. დანიის მეფე კრისტიან IX-ის შვილიშვილი, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას ძე, მეფე კონსტანტინოს I-ის ძმა. ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს მამა, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის მამამთილი და უელსის პრინც ჩარლზის პაპა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცი ანდრეასი დაიბადა 1882 წლის 2 თებერვალს ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვას შუათანა ვაჟი. ვინაიდან მამამისი დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი იყო, ანდრეასს დაბადებისთანავე მიენიჭა საბერძნეთისა და დანიის პრინცის წოდება.

პრინცი ანდრეასი (მარცხნივ) თავის უფროს ძმებთან, კონსტანტინოსთან და ნიკოლოზთან ერთად 1900-იანი წლების დასაწყისში

გარდა მშობლიური ბერძნულისა, იგი თავისუფლად საუბრობდა დანიურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამეფო ოჯახის ტრადიციისამებრ სამხედრო სამსახური დაიწყო.

1902 წელს პრინცი ანდრეასი ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ის (ედუარდი მამიდამისის ქმარი იყო) კარზე ყოფნისას შეხვდა მეფის დის შვილიშვილს, პრინცესა ალისა ბატენბერგელს. წყვილი მალევე დაახლოვდა და 1903 წლის 6 ოქტომბერს დარმშადტში შედგა მათი ქორწილიც. ცნობილია, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ლუთერანი პრინცესა ალისა მართლმადიდებლად მოინათლა.

1912 წლიდან ანდრეასი ბალკანეთის ომში მონაწილეობდა ლეიტენანტ კოლონელის ჩინით. მალევე, 1913 წელს შეთქმულებმა მამამისი, მეფე გეორგიოსი სალონიკში სტუმრობისას მოკლეს, რის შემდეგაც ტახტს ანდრეასის ძმა, კონსტანტინოს I იკავებს. 1914 წლიდან იწყება პირველი მსოფლიო ომიც, რამაც საგრძნობლად დაამძიმა ანდრეასის ოჯახის მდგომარეობა, რამეთუ ისინი ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდნენ. 1917 წელს პრემიერ-მინისტრმა ვენიზელოსმა დაამხო მეფე კონსტანტინოსი, ტახტზე მისი ძე, ალექსანდროსი დასვა, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი საბერძნეთიდან გააძევა. ამის გამო ანდრეასი თავისი ცოლშვილით ემიგრაციაში თავის მამიდაშვილთან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-თან წავიდა, თუმცა მას ლონდონის დატოვება მალევე მოუხდა, რის გამოც იგი თავის დანარჩენ ოჯახს შეუერთდა შვეიცარიაში.

მას შემდეგ, რაც 1920 წელს მეფე ალექსანდროსი უძეოდ დაიღუპა და ტახტი კონსტანტინოსმა დაიბრუნა, მათი ოჯახი ათენში დაბრუნდა და ანდრეასმაც მოახერხა აქ პოზიციების აღდგენა. მალევე იგი საბერძნეთ-თურქეთის ომშიც ჩაება კომანდირის ჩინით და მონაწილეობა მიიღო საკარიის ბრძოლაშიც. 1922 წელს იგი იბრძოდა ეპირსა და იონიის ზღვის მიდამოებში.

1922 წელს, თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ საბერძნეთში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რის გამოც ანდრეასს ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ამ ჯერად იგი პარიზში წავიდა, სადაც სენ-კლოდის სასახლეში დაბინავდა, რომელსაც მისი ძმის მდიდარი ფრანგი ცოლი, პრინცესა მარი ბონაპარტი ფლობდა. მიუხედავად ამისა, ანდრეასის მეუღლემ, პრინცესა ალისამ ვერ გაუძლო ემიგრაციით გამოწვეულ სირთულეებს და 1930 წელს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რის გამოც იგი შვეიცარიაში გააგზავნეს სამკურნალოდ.

1935 წელს ანდრეასის ძმისწულმა, მეფე გეორგიოს II-მ მოახერხა ტახტის დაბრუნება, 1936 წლიდან კი ანდრეასი თავისი ოჯახით ისევ დაუბრუნდა ათენს. თუმცაღა, აქ მათი ცხოვრება ისევ არ გაგრძელებულა დიდ ხანს, რამეთუ 1939 წლიდან იწყება მეორე მსოფლიო ომი. იმის გამო, რომ ანდრეასის ოთხივე ქალიშვილი გერმანელ არისტოკრატზე იყო დაქორწინებული, საბერძნეთი კი გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა ომში, ბერძნებს არ მოსწონდათ სამეფო ოჯახში მისი ყოფნა, ამიტომაც იგი ისევ და ამჯერად საბოლოოდ, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან მიატოვა თავისი ცოლიცა და ვაჟიც და ამის შემდეგ აღარც უნახავს ისინი, როგორც ცნობილია იგი თავის ფრანგ საყვარელთან ერთად დაბინავდა მონტე-კარლოში, მონაკოში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1944 წლის 3 დეკემბერს იქვე, 62 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ათენში, ტატოის სასახლის სამლოცველოში. მისი დაღუპვიდან სულ სამ წელიწადში მისი ვაჟი, ფილიპე დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედზე დაქორწინდა და ედინბურგის ჰერცოგი გახდა, 1952 წელს კი მისი რძალი დედოფალიც გახდა ელისაბედ II-ის სახელით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ქორწინება შვილები
თარიღი მეუღლე
მარგარიტა Princess Alice of Battenberg with children.jpg 18 აპრილი, 1905

ათენი, საბერძნეთი

24 აპრილი, 1981

ლანგენბურგი, გერმანია

(76 წლის)

20 აპრილი,

1931

გოტფრიდი,

ჰოენლოჰ-

ლანგენბურგის

პრინცი

კრაფტი, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცი

პრინცესა ბეატრიქსი

პრინცი გეორგი

პრინცი რუპრეხტი

პრინცი ალბრეხტი

თეოდორა Study portrait of Princess Theodora of Greece and Denmark, later Margravine of Baden.jpg 30 მაისი, 1906

ათენი, საბერძნეთი

16 ოქტომბერი, 1969

ბიუდინგენი, გერმანია

(63 წლის)

17 აგვისტო,

1931

ბერტოლდი,

ბადენის

მარკგრაფი

მარგარიტა, იუგოსლავიის პრინცესა

მაქსიმილიანი, ბადენის მარკგრაფი

პრინცი ლუდვიგი

სესილია Princess Cecilie of Greece.jpg 22 ივნისი, 1911

ათენი, საბერძნეთი

16 ნოემბერი, 1937

ოსტენდე, ბელგია

(26 წლის)

2 თებერვალი,

1931

გეორგ დონატუსი,

ჰესენის დიდი

ჰერცოგი

პრინცი ლუდვიგი

პრინცი ალექსანდრე

პრინცესა იოჰანა

სოფია Sofía de Grecia (1914-2001).jpg 26 ივნისი, 1914

კორფუ, საბერძნეთი

24 ნოემბერი, 2001

მიუნხენი, გერმანია

(87 წლის)

15 დეკემბერი,

1930

კრისტოფერი,

ჰესენის პრინცი

კრისტინა, იუგოსლავიის პრინცესა

პრინცესა დოროთეა

პრინცი კარლი

პრინცი რაინერი

პრინცესა კლარისა

23 აპრილი,

1946

გეორგ ვილჰელმი,

ჰანოვერის პრინცი

პრინცი ველფ ერნესტი

პრინცი გეორგი

პრინცესა ფრედერიკა

ფილიპე Prince philip.jpg 10 ივნისი, 1921

კორფუ, საბერძნეთი

9 აპრილი, 2021

უინძორი, დიდი

ბრიტანეთი

(99 წლის)

20 ნოემბერი,

1947

ელისაბედ II,

დიდი ბრიტანეთის

დედოფალი

ჩარლზი, უელსის პრინცი

ანა, სამეფო პრინცესა

ენდრიუ, იორკის ჰერცოგი

ედუარდი, უესექსის ერლი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alexandra of Yugoslavia (1959). Prince Philip: A Family Portrait. London: Hodder and Stoughton.
  • Brandreth, Gyles (2004). Philip and Elizabeth: Portrait of a Marriage. London: Century. ISBN 0-7126-6103-4
  • Clogg, Richard (1979). A Short History of Modern Greece. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-22479-9
  • Heald, Tim (1991). The Duke: A Portrait of Prince Philip. London: Hodder and Stoughton. ISBN 0-340-54607-7
  • Van der Kiste, John (1994). Kings of the Hellenes. Stroud, Gloucestershire: Alan Sutton Publishing. ISBN 0-7509-0525-5
  • Vickers, Hugo. (2000). Alice, Princess Andrew of Greece. London: Hamish Hamilton. ISBN 0-241-13686-5