ანდრადიტი
იერსახე
| ანდრადიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | გრანატების ჯგუფის მინერალი |
| ქიმიური ფორმულა | |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | შავი, მოყვითალო-ყავისფერი, წითელი, მომწვანო-ყვითელი ან ნაცრისფერი |
| კრისტალის სინგონია | კუბური |
| ტკეჩადობა | არ აქვს |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6.5-7 |
| სიმკვრივე | 3700-4100 კგ/მ³ |
ანდრადიტი[1] (ინგლ. Androdite < პორტ. Andrade) — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. ანდრადიტის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს შავი, მოყვითალო-ყავისფერი, წითელი, მომწვანო-ყვითელი ან ნაცრისფერი ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6.5-7, სიმკვრივე — 3700-4100 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 252.