ანდონი ირაოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდონი ირაოლა საგარნა
ირაოლა ბილბაოს „ატლეტიკში“ 2007 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 ივნისი, 1982 (1982-06-22) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
უსურბილი, ესპანეთი
სიმაღლე 1.82 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
აეკი ლარნაკა (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1991–1999 ანტიგუოკო
1999–2000 ატლეტიკ ბილბაო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2001 ბასკონია 35 (4)
2001–2003 ატლეტიკ ბილბაო B 75 (15)
2003–2015 ატლეტიკ ბილბაო 406 (33)
2015–2016 ნიუ-იორკ სიტი 40 (0)
სულ 556 (52)
ეროვნული ნაკრები
2001 ესპანეთი 18 წლ. 1 (0)
2003 ესპანეთი 21 წლ. 1 (0)
2008–2011 ესპანეთი 7 (0)
2003–2013 ბასკების ქვეყანა 8 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2018– აეკი ლარნაკა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ანდონი ირაოლა საგარნა (ესპ. Andoni Iraola Sagarna; დ. 22 ივნისი, 1982; უსურბილი, ესპანეთი) — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ამჟამად კვიპროსულ კლუბ ლარნაკის „აეკის“ მწვრთნელი.[1] კარიერის უმეტესი წლები გაატარა ლა ლიგის კლუბ ბილბაოს „ატლეტიკში“,[2] სადაც საერთო ჯამში 12 სეზონი ჩაატარა.[3] თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და კარგი პასების უნარით.

ირაოლა დაიბადა უსურბილში, გიპუსკოაში. აღიზარდა ბილბაოს „ატლეტიკის“ აკადემიაში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო კლუბ „ბასკონიაში“ 2000 წელს. 2001-2003 წლებში თამაშობდა „ატლეტიკ ბილბაო B“-ში. 2003 წელს გადავიდა „ატლეტიკ ბილბაოში“, სადაც 2015 წლამდე დაჰყო. იმავე წელს შეუერთდა ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ სიტის“.[4][5] 2016 წლის 17 ნოემბერს ირაოლამ განაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ.[6][7]

ირაოლას დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის 20 აგვისტოს დანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, სადაც ესპანეთმა დანიას ანგარიშით 3-0 სძლია.[8]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატლეტიკ ბილბაო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Iraola y Murillo, presentados por el AEK Larnaca“ [Iraola and Murillo, presented by AEK Larnaca] (ესპანური). Mundo Deportivo. 18 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Iraola, sin fin (Iraola, without limits); El País, 20 თებერვალი, 2011 (ესპანური)
  3. „Iraola igualará a Larrazabal en el ranking histórico“ [Iraola to equal Larrazabal in historical ranking] (ესპანური). Mundo Deportivo. 11 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. New York City FC sign veteran defender Andoni Iraola. New York City FC (16 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2015.
  5. New York City FC sign Athletic Bilbao veteran Andoni Iraola, Manchester City youth product Angelino. Major League Soccer (16 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2018.
  6. Andoni Iraola retires. New York City FC (17 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2016.
  7. Sam Stejskal. (17 ნოემბერი, 2016) New York City FC's Andoni Iraola announces retirement. Major League Soccer. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2018.
  8. Rodríguez, Rubén (20 აგვისტო, 2008). „Del Bosque debuta con victoria en Dinamarca“ [Del Bosque debuts with victory in Denmark] (ესპანური). El Confidencial. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)