ანდიურ-დიდოური ხალხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები, ხუნძების მონათესავე ხალხების ორი ჯგუფი: ანდიური (ანდიელები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, ჭამალალები, ბაგვალალები, ტინდიელები, კარატაელები, ახვახელები) და დიდოური (დიდოელები, ხვარშიელები, ბეჟიტელები, ჰუნზიბელები). ცხოვრობენ დაღესტანში, მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში. ანდიური ჯგუფი ძირითადად — გუმბეთის რაიონში, ჩაჩნეთის გვერდით, ხოლო დოდოური — წუნტის რაიონში, საქართველოს (თუშეთი, კახეთი) მეზობლად. ეთნიკურად ენათესავებიან ხუნძებს, თუმცა შემონახული აქვთ კულტურისა და ყოფის თავისებური ფორმები. ხუნძებთან ურთიერთობის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა ე. წ. ჯარის, თემის ენა (ბოლმაწ), რომელიც საფუძვლად დაედა ხუნძურ ლიტერატურულ ენას. ანდიურ-დიდოური ხალხები საქართველოს (კახეთს) უმთავრესად ყადორის ზეკარით უკავშირდებოდნენ. ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, მებაღეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Народы Кавказа, т. 1, М., 1960;
  • ქსე, ტ. 1, გვ. 444, თბ., 1975