ანდიელები
იერსახე
ანდიელები (საკუთარი სახელწოდება къӀваннал ყვანალი) — კავკასიური წარმომავლობის ხალხი. ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკაში. მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ბოთლიხის რაიონში. რაოდენობა 21 808 (2002).[1] ყოფითა და კულტურით ენათესავებიან ხუნძებს. ენა — ანდიური. მორწმუნეთა რელიგია — ისლამი (სუნიტური). მისდევენ მეცხვარეობასა და მიწათმოქმედებას. ამზადებენ საუკეთესო ნაბდებს. ეროვნულად ამჟამად ხუნძებს განეკუთვნებიან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. ჩიქოვანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, თბ., 1975. — გვ. 444.