ანდერსონ ლუის დე აბრეუ ოლივეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდერსონი
Anderson 2013.jpg
ანდერსონი 2013 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდერსონ ლუის დე აბრეო ოლივეირა
დაბადების
თარიღი
13 აპრილი, 1988 (1988-04-13) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
პორტუ-ალეგრი, ბრაზილია
სიმაღლე 176 სმ. [1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1993–2004 გრემიო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 გრემიო 19 (6)
2006–2007 პორტუ 18 (2)
2007–2015 მანჩესტერ იუნაიტედი 105 (5)
2014   ფიორენტინა 7 (0)
2015–2017 ინტერნასიონალი 50 (1)
2017 კორიტიბა 23 (3)
ეროვნული ნაკრები
2005 ბრაზილია 17 წლ. 12 (7)
2008 ბრაზილია 23 წლ. 5 (1)
2007–2008 ბრაზილია 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 დეკემბერი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 მარტი, 2017

ანდერსონ ლუის დე აბრეო ოლივეირა, აგრეთვე ცნობილი როგორც ანდერსონი (პორტ. Anderson Luís de Abreu Oliveira; დ. 13 აპრილი, 1988, პორტუ-ალეგრი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. დღესდღეობით ანდერსონი თვისუფალი აგენტია. უკანასკნელად იჯარით თამაშობდა ბრაზლიურ კლუბ „კორიტიბაში“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრემიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდერსონმა კარიერა დაიწყო „გრემიოს“ ახალგაზრდულ გუნდში. მისის დებიუტი შედგა 2004 წლის 23 ოქტომბერს, სადაც მისი გუნდი დამარცხდა 1–3 და ანდერსონმა გაიტანა გოლი.[2][3] მთავარი გუნდის მაისურით „ნაუტიკოსთან“ მის მიერ გატანილი გოლის წყალობით „გრემიო“ დაწინაურდა ბრაზილიის სერია A-ში.

პორტუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა, 2006 წლის იანვარში ის შეუერთდა „პორტუს“ ოფიციალურად 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მან ორი სეზონი გაატარა „პორტოს“ პირველ გუნდში. მან აქ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი და სუპერთასი.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 30 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იყიდა ეს ფეხბურთელი 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად. მაგრამ ხელშეკრულებას 2 ივლისს მოეწერა ხელი, მან გუნდთან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი. სერ ალექს ფერგიუსონი მას „მანჩესტერის“ ყოფილ ფეხბურთელს, კლებერსონს ადარებდა. მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 1 სექტემბერს, „სანდერლენდთან“ მატჩში, რომელიც „მანჩესტერმა“ მოიგო 2–0. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში შედგა 2007 წლის 19 სექტემბერს, მან შეცვალა რაიან გიგზი, 76 წუთზე. მან ბრწყინვალე პენალტი გაიტანა მოსკოვში გამართულ ფინალში.

2007–08 სეზონის დაწყების წინ ის გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“. მან მოიგო პრემიერ ლიგა სამჯერ, 2007–08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ლიგის თასი.[4]

ბრაზილიის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ნაკრებში ანდერსონის დებიუტი შედგა 2007 წელს, კოპა ამერიკას გათამაშებაზე, სადაც ბრაზილიის ნაკრები დაეუფლა ოქროს მედლებს. ის ასევე თამაშობდა ბრაზილიის ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში, სადაც დაეხმარა ნაკრებს ვერცხლის მედლების მოგებაში.

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი საკონტინენტთაშორისო სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გრემიო 2004 6 1 0 0 0 0 6 1
2005 13 5 4 0 8 3 25 8
ჯამში 19 6 4 0 8 3 31 9
პორტუ 2005–06 3 0 2 0 0 0 0 0 5 0
2006–07 15 2 0 0 3 0 1 1 20 3
ჯამში 18 2 2 0 3 0 1 1 24 3
მანჩესტერ იუნაიტედი 2007–08 24 0 4 0 1 0 9 0 0 0 38 0
2008–09 17 0 3 0 6 0 9 0 3 0 38 0
2009–10 14 1 1 0 3 0 5 0 0 0 23 1
2010–11 18 1 4 0 2 0 6 3 0 0 30 4
2011–12 10 2 1 0 0 0 3 0 1 0 15 2
ჯამში 83 4 13 0 12 0 32 3 4 0 144 7
ჯამში კარიერაში 120 12 19 0 12 0 36 3 13 4 200 19

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ნაკრები
წელი მატჩები გოლები
2007 2 0
2008 6 0
ჯამი 8 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Player Profile: Oliveira Anderson“, Premier League. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2012. 
  2. Ladyman, Ian. “Anderson story is a fairy-tale after his grim start“, Daily Mail, 1 June 2007. 
  3. Brazilian League 2004. Gremio.net. Grêmio Foot-Ball Porto Alegrense. წაკითხვის თარიღი: 28 July 2011.
  4. Anderson. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 ივლისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2018.