ანდების სახელმწიფოები
ანდების სახელმწიფოები — სახელმწიფოთა ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში, რომელთათვისაც დამახასიათებელია მსგავსი გეოგრაფია და კულტურა, მაგალითად კეჩუას ენა და ანდური სამზარეულო, რომელიც თავდაპირველად ინკების იმპერიის დროს გავრცელდა, თუმცა ეს მანამდე და მის შემდეგაც ხდებოდა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, არგენტინა და ჩილე, როგორც წესი, ანდების სახელმწიფოებს არ მიეკუთვნება, რადგან ამ ქვეყნებში ძლიერი ადგილობრივი ანდური მემკვიდრეობის ნაკლებობაა და კულტურულად უფრო ევროპაზეა ორიენტირებული; ამავე დროს, ეს ქვეყნები არ არიან ანდური საზოგადოების წევრები (ორგანიზაციის დატოვების პროცესშია ვენესუელაც).
ანდები სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილს იკავებს და გადაჭიმულია შემდეგი სახელმწიფოების ტერიტორიაზე:
- კოლუმბია
- ვენესუელა
- ეკვადორი
- პერუ
- ბოლივია
- არგენტინა (გეოპოლიტიკურად ანდების სახელმწიფოებს არ მიეკუთვნება)
- ჩილე (გეოპოლიტიკურად ანდების სახელმწიფოებს არ მიეკუთვნება)
როდესაც დაჯგუფება ხდება „ანდების სახელმწიფოების“ სახელით, მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების მთიან რეგიონებზე კეთდება. მაგალითად, არგენტინის პამპა ანდების რეგიონის ნაწილი არაა, თუმცა ამ რეგიონს ეკუთვნის არგენტინის დასავლეთი ნაწილი და ანდურ სამეზობლოსთან კულტურული კავშირები გააჩნია. ანდების საზოგადოების (სავაჭრო ბლოკი) წევრები არიან ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი და ბოლივია. თითოეულ მათგანში ვრცელდება ამაზონის წვიმის ტყეები და ამაზონელი ადგილობრივები, ისევე როგორც ანდების მთები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Johannes Winter und André Scharmanski: "Sind die Andenstaaten unregierbar? Ursachen der politischen Krise in Bolivien, Ecuador und Peru." In: Zeitschrift Entwicklungspolitik. 14/2005, S. 30-34. Download დაარქივებული 2009-04-24 საიტზე Wayback Machine.