ანგუს მაკლარენი
| ანგუს მაკლარენი | |
|---|---|
|
მაკლარენი 2023 წელს | |
| დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1988 ვონთაგი,ვიქტორიას შტატი,ავსტრალია |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2000–2023 |
ანგუს მაკლარენი (დ. 3 ნოემბერი, 1988)[1] — ავსტრალიელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია ტელესერიალებში: „Packed to the Rafters“ ნათან რაფტერისა და „H2O: Just Add Water“ ლუის მაკარტნის როლებით.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამ ძმას შორის უმცროსი მაკლარენი ძმებთან, რეტთან და აიდანთან ერთად დედის, კერენის ხელში გაიზარდა ვონთაგიში , ვიქტორიას შტატში,[1] ლოხის მახლობლად მდებარე რძის ფერმაში, რომელიც შოტლანდიელ წინაპრებს ეკუთვნოდათ (ოჯახი დღემდე იქ ცხოვრობს).[2] მაკლარენი ვიქტორიის შტატის ქალაქ ლეონგათაში, მერი მაკილოპის კათოლიკურ ეროვნულ კოლეჯში სწავლობდა. სიდნეიში დაფუძნებული ინდი-როკის ჯგუფ „Rapids“-ის (Ballet Imperial) დრამერად მუშაობდა და ასევე ბას-გიტარაზე უკრავდა პანკ-როკის ჯგუფ „Bogey Lowensteins“-ში.[2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2000-2013
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკლარენი „Leongatha Lyric Theatre“-ის არაერთ სასკოლო და სამოყვარულო დადგმაში გამოჩნდა. პროფესიონალური დებიუტი 12 წლის ასაკში შედგა, როდესაც ABC-ის სერიალში „Something in the Air“ განმეორებითი როლი შეასრულა. შეასრულა სხვა ტელევიზიური როლები, მათ შორის საბავშვო სერიალები „ Worst Best Friends“, „The Saddle Club“ და „Fergus McPhail“, ასევე მოწვეული სტუმრების როლები „Blue Heelers“-ში,„ Comedy Inc.“-ში და განმეორებითი როლი „მეზობლებში“.
მაკლარენის პირველი მთავარი როლი 2004 წელს შედგა საბავშვო სერიალში „Silversun“, რომელიც როგორც Seven Network-ზე, ასევე ABC-ზე გადიოდა.
დებიუტი კინოში 2005 წელს შედგა დაბალბიუჯეტიან მელბურნულ ფილმში „Court of Lonely Royals“, რომლის რეჟისორიც როჰან მაიკლ ჰული იყო. 2005 წელს მაკლარენი ასევე მუშაობდა სერიალზე „Last Man Standing“ და მყარად დაეყრდნო სარეკლამო გახმოვანების სერიას. 2006 წელს მაკლარენმა დაიწყო მუშაობა საბავშვო სერიალზე „H2O:Just Add Water“, სადაც პირველი სეზონიდან მესამე სეზონის შუა პერიოდამდე ლუის მაკარტნის პერსონაჟის როლში გამოჩნდა (ასევე მოკლედ გამოჩნდა მესამე სეზონის ბოლოს, ფინალში).
2008 წლიდან ის გამოჩნდა სერიალში „Packed to the Rafters“ ნათან რაფტერის როლში. შოუს ექვსი სეზონის განმავლობაში მაკლარენმა 102 ეპიზოდში შეასრულა როლი.
2013-2023
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2013 წლიდან 2014 წლამდე მაკლარენმა გაიარა სხვადასხვა მასტერკლასი ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სიდნეისა და მელბურნში. შემდეგ სამსახიობო ხელოვნების ბაკალავრიის ხარისხი მიიღო პერთში, დასავლეთ ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში.
WAAPA-ში სწავლის პერიოდში ანგუსი WAAPA-ს რვა დადგმაში გამოჩნდა. შეასრულა მარკიზ დე სადის როლი WAAPA-ს „ Marat/Sade,“[3] დადგმაში, „Tender Napalm“ და, დამთავრების წელს, შესანიშნავი შეფასებები მიიღო შექსპირის „Coriolanus“ მთავარი როლის შესრულებისას.[4]
2016 წელს მაკლარენმა ითამაშა გრეჰემის „The Crimson Fiddler“-ის პერსონაჟი ფილმში „Quartermaine“.[5] მოიგო Nine Network Channel 9-ის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის WA Screen Academy Awards-ზე[6] მოკლემეტრაჟიან ფილმში უილის განსახიერებისთვის.
2018 წელს გამოცხადდა, რომ მაკლარენი შეუერთდა „Seven Network“-ის საპნის ოპერის ტიპის სერიალის, „Home and Away“-ის მსახიობთა შემადგენლობას. განასახიერებდა სერიალის ოცდამეთერთმეტე სეზონში პერიოდულად გამოჩენილ პერსონაჟს „ლენს სოლსბერის“ . პირველი გამოჩენა შედგა 6860-ე ეპიზოდში, რომელიც ეთერში 2018 წლის 17 აპრილს გადაიცა.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 About the Stars: Angus McLaren as "Lewis". ZDF-Enterprises.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2010. ციტირების თარიღი: 18 March 2010.
- 1 2 Angus McLaren - Biography. IMDb. ციტირების თარიღი: 11 July 2023.
- ↑ Review of Marat Sade - WAAPA, Perth Theatre Reviews (13 March 2015)
- ↑ Swordplay For Our Times, The West Australian (15 March 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2016. ციტირების თარიღი: 3 November 2016
- ↑ Quartermaine, on Channel 9's 9Now site (3 November 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2025. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2026
- ↑ West Australia Screen Academy Awards 2016, broadcast on Channel 9's 9Now site (3 November 2016)[მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ Cullen, Tamara. (2018-04-16) Packed To The Rafters star Angus McLaren joins Home and Away! en-AU. ციტირების თარიღი: 2026-04-12