შინაარსზე გადასვლა

ანგოლემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ანგოლემი
ბერძ. Αγγολέμι
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°07′04″ ჩ. გ. 32°56′52″ ა. გ. / 35.1179229806° ჩ. გ. 32.9480394111° ა. გ. / 35.1179229806; 32.9480394111
ფართობი 9.49705 კმ²
ცენტრის სიმაღლე 182±1 მეტრი
მოსახლეობა 281 (1973)[1]
ქვეყანა (დე ფაქტო) ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
ანგოლემი — კვიპროსი
ანგოლემი

ანგოლემი (ბერძ. Αγγολέμι; თურქ. Taşpınar) — სოფელი კვიპროსში, ნიქოზიის რაიონში, მორფუს სამხრეთ-დასავლეთით. იგი იმართება როგორც დე ფაქტო ჩრდილოეთი კვიპროსის ლეფკეს რაიონის ნაწილი.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სახელი ანგოლემი სოფელს ლუზინიანებმა საფრანგეთის ქალაქ ანგულემის პატივსაცემად უწოდეს.[2][3] ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ შუა საუკუნეებში სოფელში ანგულემელი რაინდი ცხოვრობდა.[4]

სხვა ვერსიით, ეს სახელწოდება მომდინარეობს ანტიოქიის ყოფილი პატრიარქის, პიერ დ’ანგულემის სახელიდან.[5][6]

ადგილობრივ მოსახლეობაში სოფელი საყოველთაოდ ცნობილია როგორც „ანგოლემ“.

სოფელში სახლები ძირითადად ალიზითაა ნაგები, თუმცა გვხვდება ბეტონის ნაგებობებიც. 2000-იანი წლების დასაწყისიდან სოფელმა განვითარება მის ფარგლებს გარეთ არსებულ მინდვრებზეც განაგრძო.[3][7]

ნიქოზიაში მიგრაციის გამო ბევრი სახლი მიტოვებული და უყურადღებოდაა დატოვებული. ქუჩებში ასევე შეხვდებით გამოუყენებელ, მიტოვებულ ავტომობილებს.[3]

პირველი ინფორმაცია სოფლის მოსახლეობის შესახებ მაჰმუდ II-ის მმართველობის ხანიდან თარიღდება.

მოსახლეობა წლების მიხედვით
2011 181
2006 212[8]
1996 245[9]
1960 222[9]
1946 208[10]
1831 25 (მხოლოდ მამაკაცები)[11]
  1. Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
  2. Charles Fraser Beckingham (1983). Between Islam and Christendom: travellers, facts, and legends in the Middle Ages and the Renaissance, p. 356, Variorum Reprints. ISBN 978-0-86078-123-3.
  3. 1 2 3 Lüzinyanlardan beri var olan bir köy: Taşpınar (Angolem) (A village which exists since the time of Lusingnans: Taşpınar დაარქივებული July 13, 2011, საიტზე Wayback Machine. (Kıbrıs)
  4. Gunnis, Rupert (1956). Historic Cyprus: a guide to its towns and villages, monasteries and castles. Methuen.
  5. Ahmet C. Gazioğlu (1994). Kıbrıs'ta Türkler, 1570-1878: 308 yıllık Türk dönemine yeni bir bakış, p. 116, Kıbrıs Araştırma ve Yayın Merkezi.
  6. Nazım Beratlı (1993). Kıbrıslı Türklerin tarihi, p. 156, Galeri Kültür yayınları.
  7. Angolemi at Google Earth
  8. 2006 Census დაარქივებული 2013-01-16 საიტზე Wayback Machine.
  9. 1 2 Lefke Kasabası'nın Demografik ve Ekonomik Yapısı tr. www.kibris.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2011. ციტირების თარიღი: February 2, 2010
  10. Κυπροσ - Cyprus (612 villages, 9251,47 Km²). agrino.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 11, 2011. ციტირების თარიღი: May 21, 2011
  11. Lefke Tarihinden bir kesit: 1831 Nüfus Sayımı - Osmanlı Egemenliğinde Lefke Kazası tr. www.kibris.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2011. ციტირების თარიღი: February 3, 2010