შინაარსზე გადასვლა

ანგლსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგრაფო
ანგლსი
უელს. Ynys Môn
დროშა გერბი
[1]


Môn Mam Cymru[2]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი უელსი
ადმ. ცენტრი ლანგევნი
კოორდინატები 53°17′38″ ჩ. გ. 4°22′36″ დ. გ. / 53.2939806° ჩ. გ. 4.3767306° დ. გ. / 53.2939806; -4.3767306
ფართობი 749 კმ²
მოსახლეობა 70 043 (2019)[3]
სასაათო სარტყელი გრინვიჩის საშუალო დრო
ოფიციალური საიტი http://www.anglesey.gov.uk/

ანგლსი,[4] ენგლსი (ინგლ. Anglesey /ˈæŋɡəls/, უელს. Ynys Môn [ˈənɨs ˈmoːn]) — კუნძული და საგრაფო ჩრდილო-დასავლეთ უელსში. მდებარეობს ირლანდიის ზღვაში, ხმელეთისგან გამოყოფილია მენაის სრუტით, მას უკავშირდება საავტომობილო ხიდით.[5] საგრაფო მოიცავს საკუთრივ კუნძულ ანგლსის, ინგლისისა და უელსის უდიდეს კუნძულს (712 კმ²), და ჰოლი-აილენდს, რომელიც ანგლსის დასავლეთით მდებარეობს (საერთო ფართობი 749 კმ²). ანგლსის საგრაფოს საზღვარი ემთხვევა ისტორიულ ანგლსის საგრაფოს. საგრაფოს უმაღლესი წერტილია ჰოლიჰედის მთა (219 მეტრი), რომელიც ჰოლი-აილენდზე მდებარეობს.[6] კუნძულ ანგლსის ნაპირები ციცაბოა,[5] ზედაპირი დაბალრელიეფიანია, დაბალი ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენაა გადაჭიმული (უმაღლესი მწვერვალი 127 მ).[6] გაბატონებულია ზომიერი ზღვის ჰავა. არის მანანიანები და მდელოები.[4] საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანგევნი.[6]

ანგლსის კუნძული ცნობილია თავისი უძველესი ისტორიით, პრეისტორიული და კელტური ძეგლებით. ჩრდილოეთ უელსის მთიანი მიწებისაგან განსხვავებით, დაბალი და ნაყოფიერია, ამიტომ უძველესი დროიდან მარცვლეულის მოყვანისა და მეცხოველეობის ცენტრი იყო. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აგრეთვე ზღვაოსნობასა და თევზჭერას; ადრევე დამყარდა სავაჭრო კონტაქტები ირლანდიასთან. კუნძული მდებარეობდა საზღვაო მარშრუტზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს ჩრდილოეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. მეგალითური სამარხი კამერები და აღმართული ქვები მიუთითებს გვიან ნეოლითურ და ადრეული ბრინჯაოს ხანის დასახლებაზე. ძვ. წ. 100 წლისთვის კუნძულის მცხოვრებლებმა მიიღეს კელტური ენა და კულტურა. ანგლსი გახდა დრუიდების ცნობილი ცენტრი და რომაელთა მიმართ წინააღმდეგობის ციტადელი; გაიუს სვეტონიუს პავლინუსმა ახ. წ. 61 წელს შეიჭრა კუნძულზე, დახოცა დრუიდი ქურუმები და გაანადგურა წმინდა კორომები. 78 წელს გნეუს იულიუს აგრიკოლამ საბოლოოდ დაპყრობა. ადრეულ კელტურ ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებს შორისაა პენმონის პრიორატი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა წმ. სეირიოლმა. სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე აბერფრაუ იყო გუინედის მმართველთა დედაქალაქი იყო VII–XIII საუკუნეებში. კუნძულს თავს ესხმოდნენ ირლანდიელები, საქსები, ვიკინგები და ნორმანები. საბოლოოდ იგი დაიპყრო ინგლისის მეფე ედუარდ I-მა, რომელმაც ბომარისში ციხე-სიმაგრეც ააგო (დაიწყო 1295 წელს).[6]

ანგლსის საგრაფო რჩება უპირატესად სასოფლო-სამეურნეო რეგიონად (მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი), თუმცა ტურიზმიც მნიშვნელოვანი გახდა.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 http://www.civicheraldry.co.uk/wales_current.html
  2. Current Administrative Areas of Wales
  3. Estimates of the population for the UK, England and Wales, Scotland and Northern IrelandOffice for National Statistics.
  4. 4.0 4.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 438.
  5. 5.0 5.1 Англси // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 1 — М., 1969. — стр. 598.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Isle of Anglesey | Wales, Map, & Facts en. Britannica (24 დეკემბერი, 2024). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2024