ანა ქასრაშვილი
ანა ქასრაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 ნოემბერი, 1986 ბათუმი, საქართველო |
განათლება | ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა - კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი და პიანისტი |
ჯილდოები |
|
საიტი | anakasrashvili.com |
ანა ქასრაშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1986, ბათუმი) — ქართველი კომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი და პიანისტი. 2018 წლიდან — ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში.
ანა არის პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც 2017 წელს ემის მფლობელი რიჩარდ ბელისის ხელმძღვანელობით, ჰოლივუდში ASCAP-ის კინომუსიკის ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი ნაწარმოები 20th Century Fox-ის ხმის ჩამწერ სტუდია Newman Scoring Stage-ში 64-კაციანი ორკესტრის შესრულებით ჩაწერა [1].
2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა „კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის“ მიმართულებით და მოიპოვა გამორჩეული სტუდენტის ჯილდო [2]. იმავე წელს კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის ფარგლებში გამართულ კინომუსიკის კონკურსზე აიღო პირველი ადგილი და ეწოდა „წლის კომპოზიტორი“. 2018 წელს გახდა ესპანური ღვინის კომპანია „ხუან ხილის“ მიერ დაარსებული კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული[3]. 2020 წლის ზაფხულში კრაკოვის კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსზე აიღო მეორე ადგილი (კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალი კომპოზიტორი საუკეთესო სამეულში მოხვდა). იმავე წლის შემოდგომაზე ანა გახდა Soundtrack Awards-ის SABAM [4] ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებული[5] პირველი ქალი ომპოზიტორი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2017 ASCAP Film Scoring Workshop with Richard Bellis: The Recording Session
- ↑ Ana Kasrashvili • Outstanding Scholar Award
- ↑ ANA KASRASHVILI ES LA GANADORA DEL II PREMIO INTERNACIONAL DE BANDAS SONORAS JUAN GIL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2020-11-26.
- ↑ Ana Kasrashvili wins Sabam Award at the 2020 World Soundtrack Awards
- ↑ Sabam Award for Best Original Composition by a Young Composer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2020-11-25.