ანა ფროიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა ფროიდი
გერმ.Anna Freud
Anna Freud 1957.jpg
ანა ფროიდი, 1957 წელი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი 1895
ვენა
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი 1982 (86 წლის)
ლონდონი
მოქალაქეობა ავსტრიის დროშა ავსტრია
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
პროფესია ფსიქოლოგი
ორგანიზაცია იელის უნივერსიტეტი
მშობლები მამა: ზიგმუნდ ფროიდი
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენი
საპატიო სიგელი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურისთვის
საიტი [[1]]

ანა ფროიდი (გერმან. Anna Freud;  3 დეკემბერი, 1895, ვენა  —   9 ოქტომბერი, 1982, ლონდონი)  — ავსტრიულ - ებრაული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოანალიზის ფუძემდებლის, ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი. მელანი კლაინთან ერთად ითვლება ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებლად.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ფროიდი დაიბადა ვენაში, (ავსტრია-უნგრეთი) 1895 წლის 3 დეკემბერს. გოგონა ზიგმუნდ ფროიდისა და მისი ცოლის, მართას უმცროსი, მეექვსე შვილი გახლდათ. იგი გაიზარდა "კომფორტულ ბურჟუაზიულ პირობებში". როგორც ჩანს, ანა ფროიდს  არცთუ ისე ბედნიერი მოგონებები აკავშირებდა ბავშვობასთან, მას არ ჰქონია ახლო და სასიამოვნო ურთიერთობა დედასთან. გოგონა კათოლიკე ძიძამ,  ჟოზეფინამ გაზარდა. მას განსაკუთრებით უჭირდა თავის უფროს დასთან, სოფისთან ურთიერთობა. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, გოგონა მამასთან ახლოს იყო. იგი გახლდათ ცოცხალი, ცელქი ბავშვი. ზიგმუნდ ფროიდმა თავის მეგობარს ვილჰელმ ფლაისს 1899 წელს მისწერა: „ანა პირდაპირ დამშვენდა ცელქობის წყალობით “.

ანა ფროიდმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა ინტერესი მამის საქმიანობის მიმართ. მას უფლება მისცეს დასწრებოდა ახლად ჩამოყალიბებული ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების შეხვედრებს, რომელსაც  ზიგმუნდ ფროიდი თავის სახლში მართავდა ხოლმე.

ანამ პირველ პროფესიად დაწყებითი კლასების მასწავლებლობა აირჩია, თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,  პედაგოგიური საქმიანობა მიატოვა და თავი  მამას მიუძღვნა, გახდა მისი მდივნი და მომვლელი, აგრეთვე მუშაობდა ფსიქოანალიზზე.  იგი მალე ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი გახდა. სადაც ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით. 1938 წელს, ავსტრიის ანშლუსის შემდეგ, ფროიდების ოჯახი დააპატიმრეს. მალე ანამ და მამამისმა სამუდამოდ დატოვეს ვენა და ახალ საცხოვრებელ ადგილად ლონდონი აირჩიეს. დიდ ბრიტანეთში მან განაგრძო  ფსიქოანალიზზე მუშაობა, განავითარა მამის იდეები, განსაკუთრებით ბავშვთა ფსიქოლოგიის სფეროში. 1947 წელს ანა ფროიდმა დააარსა ლონდონში Hampstead Clinic —იმ დროისთვის უდიდესი  ბავშვთა ფსიქოანალიტიკური სამკურნალო და სასწავლო  ცენტრი. 1952 წელს გახსნა ბავშვთა თერაპიის კურსები და კლინიკა ლონდონში, რომელიც იყო ბავშვთა ფსიქოანალიზის მეთოდით მკურნალობის პირველი დაწესებულება. სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერი და მკვლევარი მუშაობდა იელის უნივერსიტეტში, აგრძელებდა იდეების განვითარებას ბავშვთა ფსიქოლოგიის სფეროში. ანა ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში 1982 წლის 9 ოქტომბერს. ის არასოდეს დაქორწინებულა და არ ჰყოლია შვილები.[4][5][6]

მეცნიერული შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ფროიდის სახლი ლონდონში. ამჟამად მუზეუმი
ანა ფროიდი მამასთან, ზიგმუნდ ფროიდთან ერთად. 1913 წელი

გახდა რა მამის მეცნიერული შეხედულებების პირდაპირი მემკვიდრე, ანა ფროიდმა უპირველეს ყოვლისა განავითარა ფსიქოანალიტიკური იდეები „მე“-ს შესახებ, ფაქტობრივად, დააარსა ფსიქოლოგიის ახალი ნეო-ფროიდული ტენდენცია — ეგოს ფსიქოლოგია. მის მთავარი მეცნიერული დამსახურებად, როგორც წესი, ითვლება ადამიანის თავდაცვითი მექანიზმების თეორიის შემუშავება — მექანიზმები, რომლის საშუალებითაც „მე“ ზემოქმედება ავლენს იდი-ზე. ანას დამსახურება დიდია აგრესიის შესწავლაში, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფსიქოლოგიაში იყო მის მიერ ბავშვის ფსიქოლოგიის და ბავშვთა ფსიქოანალიზის მიმართულების შექმნა (ეს დამსახურება ანას ეკუთვნის მელანი კლაინთან ერთად).[7] მან შეიმუშავა ბავშვებთან მუშაობის მეთოდები, მათ შორის თამაშები, დაამუშავა ფსიქოანალიტიკური თეორიის დებულებები მშობლებისა და ბავშვების ურთიერთქმედების დასახმარებლად.[8][9]

ანა ფროიდის მთავარ სამეცნიერო და ცხოვრებისეულ ინტერესს ბავშვები წარმოადგენდნენ, მან ერთხელ განაცხადა: „არ მგონია, რომ ბიოგრაფიისთვის კარგი საგანი ვარ. ალბათ, მთელი ჩემი ცხოვრება ერთი წინადადებით აღიწერება – ბავშვებთან ვმუშაობდი!" სიცოცხლის ბოლოს, მეცნიერის ყურადღება, რომელსაც უკვე ჰქონდა საპატიო პროფესორის წოდება მსოფლიოს მრავალ უდიდეს უნივერსიტეტში, მიიპყრო ბავშვებთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა სფერომ — საოჯახო სამართალმა, რითაც დაკავებული იყო  იელის უნივერსიტეტში. ანამ გამოაქვეყნა ორი ნაშრომი. კოლეგებთან თანამშრომლობით.[10][11][12][13][14]

რჩეული სამეცნიერო ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფსიქოანალიზის შესავალი პედაგოგებისთვის (Einführung in die Psychoanalyse für Pädagogen, 1926)
  • თავდაცვის ეგო და მექანიზმი (Das Ich und die Abwehrmechanismen, 1936)
  • ბავშვთა ფსიქოანალიტიკური მკურნალობა (The Psychoanalytic Treatment of Children, 1946)
  • ბავშვობაში ნორმალური და პათოლოგიური: განვითარების შეფასება  (Normality and Pathology in Childhood: Assessment of Development, 1965)
  • ბავშვის მთავარი ინტერესების მიღმა (1973) ჯ. ჰოლშტეინის და ა. სოლნიტის თანაავტორობით
  • ბავშვის მთავარი ინტერესების წინ (1979), ჯ. ჰოლშტეინის და ა. სოლნიტის თანაავტორობით.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Anna Freud | Austrian-British psychoanalyst". Encyclopædia Britannica. Retrieved 26 April 2016.
  2. Shapiro, Michael (2000). The Jewish 100: A Ranking of the Most Influential Jews of All Time. p. 276. ISBN 9780806521671.
  3. Anna Freud's 119th Birthday. 3 December 2014. google.com
  4. "Anna Freud: This is why child psychoanalyst and daughter of Sigmund Freud has been given Google doodle". The Independent. 3 December 2014. Retrieved 3 December 2014.
  5. Roudinesco (2016) Freud: In His Time and Ours. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, p. 249
  6. Anna Freud: Her Life and Work. Freud Museum Publications (1993) p. 1
  7. Sigmund Freud, On Psychopathology (Middlesex 1987) p. 176-7
  8. Sigmund Freud, On Metapsychology (Penguin 1987) p. 357
  9. Paul Brinich/Christopher Shelley, The Self and Personality (Buckingham 2002) p. 27
  10. cited in Erikson, Erik H. (1973) Childhood and Society. Harmondsworth: Penguin Books, p. 298
  11. Paskauskas, R. Andrew (Editor). The Complete Correspondence of Sigmund Freud and Ernest Jones, 1908–1939. Cambridge, Massachusetts/London: Belknap Press 1993.
  12. Sigmund Freud, On Psychopathology (Middlesex 1987) p. 176-7
  13. The Psychoanalytic Study of the Child Series, Yale University Press.
  14. Baker, Ron ‘The evolution of organisational and training procedures in psychoanalytic associations: a brief account of the unique British contribution’ in Johns, J. and Steiner, R. (eds) Within Time and Beyond Time: A Festschrift for Pearl King, London: Karnac, 2001, pp. 66–78.