შინაარსზე გადასვლა

ანა სავაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა სავაი

ანა სავაი Shogun-ის ღონისძიებაზე Zōjō-ji ტაძარში, 2024 წლის 20 თებერვალს
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1992 (1992-06-11) (33 წლის)
უელინგტონი, ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2004 - დღემდე
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში (2024)
ემმის ჯილდოები პრაიმტაიმ ემმი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის მთავარ როლში (2024)

ანა სავაი (იაპონ. 澤井 杏奈 Sawai Anna?) (დ. 11 ივნისი, 1992) — იაპონელი მსახიობი და მომღერალი. [1][2] დაიბადა ახალ ზელანდიაში, ოჯახთან ერთად იაპონიაში საცხოვრებლად გადავიდა 10 წლის ასაკში. თავისი პირველი სამსახიობო როლი 11 წლის ასაკში ითამაშა Nippon TV-ის დადგმულ მიუზიკლში ენი. დებიუტი დიდ ეკრანზე კი შედგა ჯეიმს მაკთიგის 2009 წლის საბრძოლო ხელოვნების ფილმში Ninja Assassin. იაპონიაში პოპულარობა მოიპოვა როგორც ჯგუფ Faky-ის წამყვანმა ვოკალისტმა 2013-2018 წლებში. სამსახიობო კარიერას კი 2019 წლის ბრიტანული თრილერ სერიალით Girl/Haji დაუბრუნდა. სავაის საერთაშორისო ცნობადობა მოუპოვა Apple TV+ - ის დრამა სერიალმა პაჩინკო (2022-დღემდე). მისმა პოპულარობამ იმატა შემდეგ პროექტებში მონაწილეობის შემდეგ: MonsterVerse სერიაში Monarch: Legacy of Monsters (2023–დღემდე) და ისტორიულ დრამა სერიალში Shōgun (2024). ამ უკანასკნელში მონაწილეობისთვის მან მოიგო პრაიმთაიმ ემის ჯილდო გამორჩეული წამყვანი მსახიობის როლისთვის დრამა სერიაში, რითაც გახდა პირველი იაპონელი მსახიობი ქალი, რომელმაც მოიგო ემის ჯილდო. მან ასევე მოიგო ოქროს გლობუსი იმავე კატეგორიაში. 2024 წელს ჟურნალმა Time ის შეიყვანა Time Next 100 სიაში[3], ხოლო 2025 წელს Variety-მ სავაის შესრულება Shogun-ში დაასახელა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შესრულება 21-ე საუკუნეში.[4]

ადრეული და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა სავაი დაიბადა 1992 წლის 11 ივნისს უელინგტონში, ახალ ზელანდიაში, ეთნიკურად იაპონელთა ოჯახში.[5] დედამისი მუშაობდა ფორტეპიანოს მასწავლებლად,[6] ხოლო მამამისი ელექტრონიკის კომპანიაში.[7] 3 წლის ასაკიდან დედა მას ფორტეპიანოზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლიდა.[5] მის ბავშვობაში ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს მამის სამსახურიდან გამომდინარე. ამიტომაც 10 წლამდე მან მოასწრო ცხოვრება ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში, სანამ იოკოჰამაში, იაპონიაში დაფუძნდნენ.[8][9][5] სავაი სრულყოფილად ფლობს იაპონურსა და ინგლისურ ენებს[10] და ამჟამად ცხოვრობს ტოკიოში.[5][11]

ადრეული როლები და Faky (2004-2018)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაის სამსახიობო დებიუტი შედგა 2004 წელს 11 წლის ასაკში მიუზიკლ ენის ტოკიოს სასცენო დადგმაში, რომელიც ეთერში გადიოდა Nippon TV-ზე.[11][12] სავაიმ წარმატებით გაიარა გასაუბრება კომპანია Avex Inc-ში და 2006 წელს მიიღო მენეჯმენტ კონტრაქტი და კომპანიის შიდა წვრთნა მუსიკასა და ცეკვაში.[13][14][5] ამის შემდეგ სავაიმ განაგრძო სამსახიობო კარიერა მცირე როლით სატელევიზიო დრამაში Our Love Song (2007) [15] და შედგა მისი ჰოლივუდის ფილმის დებიუტიც მეორეხარისხოვანი როლით ჯეიმს მაკთიგის საბრძოლო ხელოვნების ფილმში Ninja Assassin (2009), სადაც კირიკოს, დაუმორჩილებელი ახალგაზრდა ნინძას როლი შეასრულა.[16][17]


  1. Brown, Tracy. (2024-02-25) Anna Sawai’s 'Shogun' role felt personal: Mariko is 'every woman in Japan who has suffered' en-US.
  2. Burack, Emily. (2024-03-05) Playing Mariko on Shōgun Changed Anna Sawai en-US.
  3. „Meet the 2024 Time 100 Next“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2024. ციტირების თარიღი: October 30, 2024.
  4. The 100 Greatest TV Performances of the 21st Century en-US (2025-02-13). ციტირების თარიღი: 2025-02-15
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Hawgood, Alex (2022-04-14). „Anna Sawai Goes from J-Pop Star to Hollywood Starlet“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-15. ციტირების თარიღი: 2023-02-05.
  6. Tsuchiya, Lyn. (2022-10-24) Reina Sawai on Ballet and Women in Leadership en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-05
  7. Yaptangco, Ariana. (2021-06-23) Anna Sawai Wants to Eliminate Stereotypes for Asian Female Characters en-us. ციტირების თარიღი: 2023-02-05
  8. Hignight, Greg. (2013-09-13) FAKY – Interview (2013) en. ციტირების თარიღი: 2023-02-05
  9. Takashi, Inomata. (2016-05-24) FAKY「CANDY」インタビュー – 音楽ナタリー 特集・インタビュー ja. ციტირების თარიღი: 2023-02-06
  10. Hosoki, Nobuhiro. (2022-03-25) Pachinko: An Exclusive Interview with Actress Anna Sawai and Actor Jin Ha en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-07
  11. 11.0 11.1 Hancock, Olivia. (2022-04-23) Anna Sawai on "Pachinko," Pivoting, and Practicing Self-Care en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-28. ციტირების თარიღი: 2023-02-06
  12. 丸美屋食品ミュージカル「アニー」 ja. ციტირების თარიღი: 2023-02-06
  13. BBRK 07-02-02 :: avex audition 2006 合格者58名 ja (2007-02-02). ციტირების თარიღი: 2023-02-06
  14. FAKYの新曲「P.O.V.」がTOKYO GIRLS AUDITIONの公式イメージソングに決定! ja (2014-03-01). ციტირების თარიღი: 2023-02-06
  15. Saito, Rei. (2007-09-10) 役当てヒントその2 ja. ციტირების თარიღი: 2023-02-06
  16. D'Alessandro, Anthony. (2019-07-02) 'Fast & Furious 9' Adds Finn Cole, Anna Sawai & Vinnie Bennett en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-06
  17. Kundu, Tamal. (2021-05-30) Ninja Assassin Ending, Explained en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-06