ანა რასპუტინა
| ანა რასპუტინა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 6 დეკემბერი, 1874 |
| დაბადების ადგილი | უსოლიე |
| გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1908 (33 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლისი-ნოსი |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ანა მიხეილის ასული რასპუტინა (რუს. Анна Михайловна Распутина, (ქალიშვილობაში შულიატიკოვა), დ. 6 დეკემბერი, 1874, სოფელი ნოვოიე უსოლიე, პერმის პროვინცია — გ. 17 თებერვალი, 1908, ლისი-ნოსი) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ვლადიმირ შულიატიკოვის და. 1906 წლიდან სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის ჩრდილოეთ რეგიონის „მფრინავი საბრძოლო რაზმის“ წევრი და რამდენიმე მკვლელობის მცდელობის მომზადების მონაწილე.
1908 წლის თებერვალში იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს (ჩამოხრჩობa).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა რასპუტინა დაიბადა 1874 წელს პერმის პროვინციაში, ალექსანდრა და მიხაილ შულიატიკოვების ოჯახში. მას ყავდა ძმა ვლადიმერი და და ოლგა (ქორწინებით კრავცოვა). 1883 წელს იგი ოჯახთან ერთად პერმიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1893 წელს მან დაამთავრა მოსკოვის მე-4 ქალთა გიმნაზია ვერცხლის მედლზე, ხოლო 1896 წელს — ქალთა ბესტუჟევის უმაღლესი კურსები.
პირველი დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც „ნაროდნაია ვოლიას“ ჯგუფის წევრი, მონაწილეობდა არალეგალური ლახტას სტამბის ორგანიზებასა და მუშაობაში. 1896 წლის ივლისში, სტამბის განადგურების შემდეგ, იგი ძმასთან, ვლადიმირთან და დასთან ოლგასთან ერთად ქალაქ ჩერეპოვეცში დაიმალა.
1896 წელს ანა რასპუტინა დააპატიმრეს მარია ვეტროვასთან ერთად და გადაიყვანეს პეტრეპ-პავლეს ციხესიმაგრეში. იმ წლებში იგი ქალიშვილობის გვარს ( შულიატიკოვა) ატარებდა. ხოლო 1898 წლის იანვარში იგი გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში. იაკუტსკში იგი ცოლად გაყვა პოლიტიკურ გადასახლებულ პატიმარ ივან რასპუტინს (ისინი დაქორწინდნენ იაკუტსკის ციხის ეკლესიაში). მათ მოგვიანებით, ნიჟნეკოლიმსკში შეეძინათ ორი ქალიშვილი: ეკატერინა (18 ივნისი, 1899) და ნატალია (13 ივლისი, 1902).
გადასახლების შემდეგ და მეორე პატიმრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წლის ზაფხულში ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ, ანა დასახლდა ბიძის, ალექსანდრე პეტროვიჩის მამულში, კალუგის პროვინციის მალოიაროსლავეცის რაიონში. მამულის მმართველი იყო ივან ჩარუშნიკოვი. იქ ცხოვრობდა მათი და, კლავდია პეტროვნაც.
1904 წლის ნოემბერში იგი არალეგალურად ჩავიდა პეტერბურგში. 1906 წლიდან იგი გახდა სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის ჩრდილოეთ რეგიონის „მფრინავი საბრძოლო რაზმის“ წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ა. ტრაუბერგი (მეტსახელად „კარლ“). ანა რასპუტნამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის ციხის უფროსის პოლკოვნიკ ივანოვის, მთავარი სამხედრო სასამართლოს პროკურორის გენერალ პავლოვის, მთავარი ციხის ადმინისტრაციის უფროსის მაქსიმოვსკის და გენერალ მინზე, რომელიც ცნობილია კრასნაია პრესნიაზე მოსკოვის აჯანყების ჩახშობით, მკვლელობის მცდელობის მომზადებაში. ანა ასევე არის, იუსტიციის მინისტრ შჩეგლოვიტოვზე, მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი.
ევნო აზეფის[1] პროვოკაციული საქმიანობის შედეგად, იგი დააპატიმრეს 1908 წლის 7 თებერვალს თანამებრძოლებთან ერთად და მოათავსეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. პეტერბურგის სამხედრო ოლქის სასამართლომ მას მიუსაჯა სიკვდილით დასჯა.
ანა რასპუტინა ჩამოახრჩვეს 1908 წლის 17 თებერვალს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ე. ლებედევთან, ვსევოლოდ ლებედინცევთან, ლევ სინეგუბომთან, ლიდია სტურესთან, სერგეი ბარანოვთან ერთად.
„მფრინავი საბრძოლო რაზმის“ წევრების ისტორიამ და ე. აზეფის ღალატმა, საფუძველი ჩაუყარა ლეონიდ ანდრეევის ცნობილ „ზღაპარს შვიდი ჩამოხრჩობილის შესახებ“ (1908).
მისი ქალიშვილი, ნატალია რასპუტინი, გარდაიცვალა 1926 წელს კუნცევოში დიაბეტის შეტევის შემდეგ. მისი მეუღლის ივან რასპუტინისა და ქალიშვილის ეკატერინა რასპუტინას ბედი უცნობია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Идельсон М. В. Летучий боевой отряд Северной области партии социалистов-революционеров. Краеведческие записки. Исследования и материалы. Вып. 1. — СПб.: Акрополь, 1993. — стр. 7—22 ISBN 5-86585-002-4
- Кан Г. С. Грозя бедой преступной силе… Летучий боевой отряд Северной области (1906-1908). Т.I-II» (СПб., 2021). ISBN 978-5-87991-153-4
- Кудрин А. Пермь в столыпинском галстуке. Часть 5: Путешествие динамита из Перми в Петербург. Интернет-журнал "Звезда" 27 марта 2018 года
- Михайлова М. В., Шулятиков В. И. Судьбы российских социалистов-революционеров в осмыслении литературы начала XX века (Л. Андреев «Рассказ о семи повешенных») // Vesture: avoti un cilveki (История: источники и люди). Даугавпилсский университет. Даугавпилс, 2011. С. 196—203.
- Нехамкин С. Калашников-Kalashnikoff "Аргументы Недели " № 31 (522) от 11 августа 2016 Поди сломай сибирского мужика! (Семерых казнили. Восьмого не поймали. И прожил он такую жизнь — словно за всех повешенных друзей событий и приключений добирал). [1]
- Розенфельд Борис. К истории создания Леонидом Андреевым «Рассказа о семи повешенных». ж. TERRA NOVA. № 17 Ноябрь, 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Лахтинская типография
- «Рассказ о семи повешенных» Л.Андреева: исторический контекст. (к вопросу о прототипичности женских персонажей) Орловский текст российской словесности. Материалы Всероссийской научной конференции. 2009 г.
- Узники Петропавловской крепости (Тюрьма Трубецкого бастиона) КОЛЛЕКЦИЯ ШУЛЯТИКОВА В. И. დაარქივებული 2016-10-06 საიტზე Wayback Machine.
- [3] Семантика невыразимого в «Рассказе о семи повешенных» Л. Андреева