ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა
იერსახე
| ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ვაკის რაიონი |
| უბანი | დელისი |
| წინა სახელები | ვლადიმერ ჯიქიას ქუჩა |
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (საბურთალო). პეტრე ქავთარაძის ქუჩიდან ნახშირგორის მთის ფერდობამდე. პეტრე ქავთარაძის ქუჩის გაგრძელება. ქუჩას XX საუკუნის 70-იან წლებში ვლადიმერ ჯიქიას სახელი ეწოდა. 2009 წელს ქუჩას რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭა.[1] ქუჩაზეა პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ (შპს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 212, ISBN 978-99928-20-35-3.