ანა პავლოვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Anna pavlova -c. 1905.jpg

ანა პავლოვა (რუს. Анна Павловна Павлова) (დ. 31 იანვარი/12 თებერვალი, 1881 — გ. 23 იანვარი, 1931) — XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის პერიოდის რუსი ბალერინა. საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე განთქმული კლასიკური ბალეტის მოცეკვავე და განსაკუთრებით ცნობილია, როგორც იმპერიული რუსული ბალეტისა და სერჟ დიაგილევის ბალე-რუსის პრიმა ბალერინა. მის მიერ შექმნილი ყველაზე გამორჩეული როლი იყო "მომაკვდავი გედის" სოლო საბალეტო პარტია.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, ხელმოკლე გლეხის ოჯახში. საკუთარი განცხადებით მამამისი გარდაიცვალა, როცა ანა ორი წლის იყო. 8 წლის ასაკში საიმპერატორო ბალეტის სკოლაში არ მიიღეს მცირე ასაკის გამო. 10 წლისა ჩაირიცხა და იქვე სწავლობდა 16 წლამდე. სწავლის დასრულების შემდეგ მარიინსკის თეატრში ცეკვავდა. ბალე-რუსის პირველ წლებში მცირე ხნით მოღვაწეობდა სერგეი დიაგილევთან, სანამ საკუთარ დასს დააარსებდა, რის შემდეგაც მსოფლიო ტურებზე მიემართება.

AP Cygne.jpg