ანა მეი ვონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა მეი ვონგი

ვონგი 1935 წელს
დაბადების სახელი ვონგ ლიუ ცონგი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1905
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 1961 (56 წლის)
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1919-1961

ანა მეი ვონგი (დაიბადა ვონგ ლიუ ცონგი; დ. 3 იანვარი, 1905 — გ. 3 თებერვალი, 1961) — ამერიკელი მსახიობი, ითვლებოდა ჰოლივუდის პირველ ჩინელ-ამერიკელ კინოვარსკვლავად. ასევე არის პირველი ჩინელი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი მრავალფეროვანი კარიერა მოიცავს მუნჯ ფილმებს, ხმოვან კინოს, ტელევიზიას, სცენასა და რადიოს.

დაიბადა ლოს-ანჯელესში, ტაიშანელ ჩინელ-ამერიკელი მშობლების ოჯახში. ვონგი გატაცებული იყო კინოებით და ფილმებში მონაწილეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ჩუმი კინოს ეპოქაში მან ითამაშა ფილმში „ზღვის ფასი“ (1922), ასევე გამოჩნდა დაგლას ფერბენკსის ფილმში, „ბაღდადის ქურდი“ (1924).

ვონგი იმედგაცრუებული იყო სტერეოტიპული მეორეხარისხოვანი როლებით, რომლებსაც იგი უყოყმანოდ თამაშობდა ჰოლივუდში, ამიტომ, გაემგზავრა ევროპაში, 1920-იანი წლების ბოლოს, სადაც მან ითამაშა რამდენიმე ცნობილ პიესასა და ფილმში, მათ შორის არის ფილმი, პიკადილი (1929). მან გასული საუკუნის 30-იანი წლების პირველი ნახევარი კინოსა და სცენაზე მუშაობისთვის, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოგზაურობას დაუთმო. ვონგი მონაწილეობდა ადრეული ეპოქის ისეთ ფილმებში, როგორიცაა: დრაკონის ქალიშვილი (1931), შანხაის ქალიშვილი (1937), 1932 წელს მსახიობ მარლენ დიტრიხთან ერთად გადაიღეს იოზეფ ფონ შტერნბერგის ფილმში, შანხაის ექსპრესი (1932).

1935 წელს ვონგი, სამსახიობო კარიერით ყველაზე იმედგაცრუებული მაშინ დარჩა, როდესაც Metro-Goldwyn-Mayer-მა უარი თქვა მას განესახიერებინა ჩინელი პერსონაჟი ო-ლანი მთავარი როლით, ფილმში კარგი დედამიწა. MGM-მ ვონგს სანაცვლოდ შესთავაზა მაცდუნებელი ლოტუსის მეორეხარისხოვანი როლი, მაგრამ მან პრინციპულად უარი თქვა. [1]

შემდეგი წელი ვონგმა ჩინეთში გასტროლებზე გაატარა, მისი ოჯახის წინაპრების სოფელში იყო და ჩინეთის კულტურა შეისწავლა. 1930-იანი წლების ბოლოს მან ითამაშა რამდენიმე ფილმში, Paramount Pictures-ისთვის, სადაც ჩინელი და ჩინელი-ამერიკელები პოზიტიურად არიან წარმოჩენილნი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაკლებად იყო კონცენტრირებული კინო-კარიერაზე, ამის მაგივრად მან დიდი დრო და ფული ჩინელებს დაუთმო და იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ვონგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1950–იან წლებში დაბრუნდა და გამოვიდა რამდენიმე სატელევიზიო პროგრამაში.

მსახიობი კინოში დაბრუნებას ფილმ, Flower Drum Song-ში მონაწილეობით აპირებდა, თუმცა 1961 წელს, 56 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების განმავლობაში, ვონგი ძირითადად ახსოვდათ სტერეოტიპული „დრაკონის ლედის“ და „პეპელას“ როლებით, რომლებსაც იგი ხშირად თამაშობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა მეი ვონგი დედის კალთაში მჯდომი, 1905 წელი

ანა მეი ვონგი დაიბადა 1905 წლის 3 იანვარს, ლოს-ანჯელესის ყვავილების ქუჩაზე, ქალაქის ჩრდილოეთით, ჩინეთის, ირლანდიის, გერმანიისა და იაპონიის მკვიდრთა ინტეგრირებულ საზოგადოებაში. [2] [3] იყო სემ კი ლანდრის და მისი მეორე მეუღლის, ლი გონ თოის მეორე შვილი. [4]

ვონგის მშობლები მეორე თაობის ჩინელი ამერიკელები იყვნენ; მისი ბებია და ბაბუა, აშშ-ში 1855 წლიდან ცხოვრობდნენ. მისი ბაბუა, ა ვონგ ვონგი, იყო ვაჭარი, რომელიც ფლობდა ორ მაღაზიას, Michigan Hills-ში. ანას მამამ ახალგაზრდობა აშშ-ში და ჩინეთში მოგზაურობაში გაატარა, სადაც მან შეირთო თავისი პირველი ცოლი და შეეძინა ვაჟი 1890 წელს. იგი შეერთებულ შტატებში 1890-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა, ხოლო ოჯახის დახმარებას აშშ-დან აგრძელებდა. 1901 წელს, იგი დაქორწინდა მეორე მეუღლეზე, ანა მეის დედაზე. ანა მეის უფროსი და, ლუ იინი (ლულუ) დაიბადა 1902 წლის ბოლოს, ხოლო თავად ანა მეი 1905 წელს, ამის შემდეგ, წყვილს ეყოლა კიდევ ხუთი შვილი.

1910 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ფიგეროას ქუჩაზე მდებარე უბანში, სადაც ისინი ერთადერთი ჩინელები იყვნენ თავიანთ კორპუსში. ძირითადად მექსიკის და აღმოსავლეთ ევროპის ოჯახების გვერდით ცხოვრობდნენ. ანა საჯარო სკოლაში უფროს დასთან ერთად დადიოდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც გოგონები სხვა სტუდენტების რასობრივი დაცინვის ობიექტი გახდნენ, ისინი პრესვიტერის ჩინურ სკოლაში გადავიდნენ. ასწავლიდნენ ინგლისურად, მაგრამ ვონგი ასევე დადიოდა ჩინურენოვან სკოლაში, ძირითადად შუადღეს და შაბათს.

ფილმების გადაღებები მუდმივად მიმდინარეობდა ვონგის სამეზობლოში და მის გარშემო. მან დაიწყო ნიკელოდეონის კინოთეატრებში სიარული, სკოლას აცდენდა და წასახემსებლად მიცემუმ ფულს კინოთეატრებში დასასწრებად იყენებდა. მამამისს არ უხაროდა მისი ასეთი ინტერესი ფილმებისადმი, რადგან გრძნობდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის სწავლას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვონგმა გადაწყვიტა, რომ კინოკარიერა დაეწყო. ცხრა წლის ასაკში იგი კინემატოგრაფისტებს სთხოვდა, მიეცათ მისთვის როლები და ამის გამო ვონგის მეტსახელი „ცნობისმოყვარე ჩინელი ბავშვი“ იყო. [2] 11 წლის ასაკში მან მოიფიქრა თავისი სასცენო სახელი, ანა მეი ვონგი. [5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Doerr, Conrad (Dec 1968). „Reminiscences of Anna May Wong“. Films in Review. New York: National Board of Review of Motion Pictures. ISSN 0015-1688.
  • Griffith, Richard; Mayer, Richard (1970) The Movies. New York: Fireside. ISBN 0-600-36044-X. 
  • (2005) 1001 Movies You Must See Before You Die, 2nd, Educational Series, Hauppauge, NY: Barron's. ISBN 978-0764159077. 
  • Sparks, Beverley N., "Where East Meets West," Photoplay, June 1924, p. 55.
  • Wagner, Rob Leicester (2016) Hollywood Bohemia: The Roots of Progressive Politics in Rob Wagner's Script. Santa Maria, CA: Janaway Publishing. ISBN 978-1596413696. 
  • Winship, Mary, "The China Doll," Photoplay, June 1923, p. 34.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hodges, Graham Russell. Anna May Wong: From Laundryman's Daughter to Hollywood Legend (New York: Palgrave Macmillan, 2004), 44, 60–67, 148.
  2. 2.0 2.1 Hodges 2012.
  3. Corliss January 29, 2005, p. 2.
  4. Finch and Rosenkrantz 1979, p. 231.
  5. Wollstein 1999, p. 248.