ანა იაგელონი (1476-1503)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა იაგელონი
Anna of Poland.jpg
პომერანიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 2 თებერვალი, 1491
მმართ. დასასრული: 12 აგვისტო, 1503
წინამორბედი: მარგარეტ ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: ამალია კურპფალცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მარტი, 1476
გარდ. თარიღი: 12 აგვისტო, 1503, (27 წლის)
მეუღლე: ბოგისლავ X, პომერანიის ჰერცოგი
შვილები: ანა, ბრიეგის ჰერცოგინია
გეორგ I, პომერანიის ჰერცოგი
სოფია, დანიის დედოფალი
ბარნიმ IX, პომერანიის ჰერცოგი
დინასტია: იაგელონები
მამა: კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე
დედა: ელიზაბეთ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ანა იაგელონი (პოლ. Anna Jagiellonka, გერმ. Anna von Polen; დ. 12 მარტი, 1476 — გ. 12 აგვისტო, 1503) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. პომერანიის ჰერცოგინია 1491-1503 წლებში როგორც ბოგისლავ X-ის ცოლი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალ სოფია პომერანიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1476 წლის 12 მარტს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი.

1489 წელს პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ X-ის მეუღლე, მარგარეტ ბრანდენბურგელი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც დაქვრივებულმა ბოგისლავი 1490 წელს ანა იაგელონზე დაინიშნა. 1491 წლის 2 თებერვალს ანა და ბოგისლავი დაქორწინდნენ. ჰერცოგმა ბოგისლავმა მასზე ქორწინებით ახალგაზრდა და ჯანმრთელი ცოლიც მიიღო და პოლონეთთან ალიანსიც. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი ქორწინება ძალიან ბედნიერი იყო. მას შემდეგ, რაც ანამ მას უამრავი მემკვიდრე გაუჩინა, ბოგისლავს კიდევ უფრო შეუყვარდა იგი. როგორც იმ დროის სამეფო კარის ქრონიკები იტყობინებიან, ანამ დიდი გავლენა იქონია თავის უხეშ და ნაკლებად განათლებულ ქმარზე.

1496-98 წლებში საღვთო რომის იმპერატორმა ბოგისლავი ვენეციაში გააგზავნა მოსალაპარაკებლად, რა დროსაც პომერანიას ანა მართავდა. ცნობილია, რომ ამ დროს მან სამეფო საბჭო შექმნა, სადაც განიხილავდა მნიშვნელოვან საქმეებს.

ჰერცოგინია ანა გარდაიცვალა 1503 წელს, 27 წლის ასაკში. იგი მერვე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც ვაჟი გააჩინა. იგი დაკრძალეს ელდენას კათედრალში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანა (1492-1550), ცოლად გაჰყვა ბრიეგის ჰერცოგ გეორგ I-ს;
  2. გეორგ I (1493-1531), პომერანიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ამალია კურპფალცელი, მისი დაღუპვის შემდეგ კი მარგარეტ ბრანდენბურგელი, თუმცა მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
  3. კაზიმირი (1494-1518), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. სოფია (1498-1568), ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-ს, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  5. ელიზაბეთი (1499-1518), კრუმინის აბატისა;
  6. ბარნიმი (1500-1501), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ბარნიმ IX (1501-1573), პომერანიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  8. ოტო (1503-1518);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Martin Wehrmann: Geschichte von Pommern. Band 1. 2. Auflage. Verlag Friedrich Andreas Perthes, Gotha 1919, S. 246. Nachdruck: Augsburg 1992, ISBN 3-89350-112-6.
  • Roderich Schmidt: Bogislaw X. In: Lexikon des Mittelalters (LexMA). Band 2, Artemis & Winkler, München/Zürich 1983, ISBN 3-7608-8902-6, Sp. 326–328.