ანა ელისაბედ დიკინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ელისაბედ დიკინსონი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1842
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 22 ოქტომბერი, 1932 (89 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ავტორი და ლექტორი
აქტიური 1857–1888

ანა ელისაბედ დიკინსონი (ინგლ. Anna Elizabeth Dickinson; დ. 28 ოქტომბერი, 1842 – გ. 22 ოქტომბერი, 1932) — ამერიკელი ორატორი და ლექტორი. მონობის გაუქმებისა და ქალთა უფლებების დამცველი. ახალგაზრდობაში ნიჭიერმა სპიკერმა დიდი როლი ითამაშა 1863 წლის არჩევნებში, სადაც რესპუბლიკურ პარტიას აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებამდე, ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიკინსონი დაიბადა 1842 წლის 28 ოქტომბერს ფილადელფიაში, პენსილვანიაში, კვაკერების და აბოლიციონისტების, ჯონ და მერი ედმუნდსონ დიკინსონების ოჯახში. დაახლოებით 1660-იან წლებში მისი წინაპრები ინგლისიდან ემიგრირდნენ შეერთებულ შტატებში და სხვა კვაკერებთან ერთად დასახლდნენ ტრედ ეივონში, მერილენდის მახლობლად. მას ჰყავდა სამი უფროსი ძმა - ჯონი, ედვინი და სამუელი - და უფროსი და, სუზანი.

დიკინსონის მამა გარდაიცვალა 1844 წელს, მაშინ, როდესაც ანა ელისაბედ დიკინსონი 2 წლის იყო. სიღარიბეში დარჩენილმა მერიმ სახლში სკოლა გახსნა და ოჯახის სარჩენად პანსიონერები აიყვანა. დიკინსონმა განათლება მიიღო ფილადელფიის Friends Select School-ში, 15 წლამდე, ცოტა ხნის განმავლობაში ვესტთაუნის სკოლაში სწავლობდა. იყო შრომისმოყვარე. დედისგან ლიტერატურის სიყვარული ერგო და რასაც შოულობდა, ყველაფერს წიგნებზე ხარჯავდა. 14 წლის ასაკში დაიწყო მეთოდისტურ ეკლესიაში სიარული, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიური დარჩა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Photograph of Anna Dickinson in profile, facing left.
ანა დიკინსონი. ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა

გაზეთმა ლიბერატორმა, რომელიც ეკუთვნოდა აბოლიციონისტ უილიამ გარისონს, 1856 წლის 22 თებერვალს გამოაქვეყნა ესე ძალადობის შესახებ. ესე ანა ელისაბედ დიკინსონის მიერ იყო დაწერილი, მაშინ იგი 14 წლისაც არ იყო.

გადამწერად 15 წლის ასაკში, დაახლოებით 1857 წელს მუშაობდა. 1859 და 1860 წლებში იყო მასწავლებელი ბერქსის ოლქში, პენსილვანიაში, ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ჯონ და ელიზაბეტ ლონგსტრეტების ოჯახთან ერთად ბრისტოლში, პენსილვანიაში.

ლექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან დიდი ცნობადობა მოიპოვა, როგორც კარგმა მჭევრმეტყველმა და დამაჯერებელმა სპიკერმა. სხვა ამერიკელებისგან განსხვავებით, კვაკერები ქალებს საზოგადოებაში საუბრისკენ მოუწოდებდნენ. მან ქვეყანა სანიტარული კომისიის სახელით დაათვალიერა. ლუკრეცია მოტი და ჰანა ლონგშორი დიკინსონს საუბრისკენ მოუწოდებდნენ. ამით წახალისებულმა ანამ, საჯარო გამოსვლები გამართა აბოლიციონიზმზე, რეკონსტრუქციასა და ქალთა უფლებებზე.

მან საჯაროდ პირველად 1857 წელს ისაუბრა, როდესაც ერთ-ერთმა კაცმა „პროგრესული მეგობრების“ შეხვედრაზე ქალებს დასცინა. ამის შემდეგ, იგი ხშირად საუბრობდა აბოლიციონიზმზე. 1860 წელს ფილადელფიაში ისაუბრა თემაზე, ქალების უფლებები და შეცდომები. 1861 წლის 27 თებერვალს ამავე თემაზე ჩაატარა 2 საათიანი დისკუსია. დიკინსონი 19 წლის ასაკში საკმაოდ პოპულარული სპიკერი იყო.

1862 წელს მან ისაუბრა ეროვნულ კრიზისზე. ომის პერიოდში ნახულობდა საავადმყოფოებს და ბანაკებს, რათა ჯარისკაცებს გასაუბრებოდა. 1862 წელს მოინახულა ომში დაჭრილი ჯარისკაცები, შემდეგ კი წაიკითხა ლექცია „საავადმყოფო ცხოვრების“ შესახებ ახალ ინგლისში.

1863 წლის შეერთებული შტატების სენატის არჩევნების დროს, დიკინსონმა ჩაატარა კამპანია რამდენიმე რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ ნიუ-იორკში, პენსილვანიაში, ნიუ-ჰემფშირში და კონექტიკუტში. მან მჭევრმეტყველად ისაუბრა რადიკალი რესპუბლიკელებისა და ანტი-მონობის მხარდასაჭერად. დიკინსონს „სამოქალაქო ომის ჟანა დ'არკი“ შეარქვეს. მას 1863 წელს ესაუბრა უაიტლოუ რიდი, რომელიც მისი მხარდამჭერი იყო და ხშირად წერდა მისი საუბრის შესახებ New York Tribune-ში.

მოგვიანებით კუპერის ინსტიტუტში, ნიუ-იორკში საჯაროდ ისაუბრა, შეხვედრას 5000 ადამიანი ესწრებოდა. შთამბეჭდავი სიტყვითი გამოსვლის შემდეგ მან მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურა. 1864 წლის ამ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი და სამოქალაქო თუ სამხედრო ლიდერები. იყო პირველი ქალი, რომელმაც კონგრესისთვის ისაუბრა.

სამოქალაქო ომის შემდეგ, იგი იყო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმული სპიკერი. წელიწადში გამოიმუშავებდა 20,000 დოლარს და შემოსავლის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას ახარჯავდა და მეგობრებსა და ნათესავებს აძლევდა.

ავტორი და მსახიობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოაქვეყნა რომანი რა პასუხი? (1868), რომელიც ეხმიანებოდა ნეგატიურ შეხედულებებს რასობრივი ქორწინების შესახებ. ეს ნაწერი ითვლება მის ყველაზე რადიკალურ ნამუშევრად. დიკინსონი მოითხოვდა მუშების ტექნიკურ მომზადებას, პატიმრების უკეთეს მოპყრობას, ღარიბების დახმარებასა და ყველა ბავშვისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

გამოჩნდა პიესაში The Crown of Thorns, სადაც მან ითამაშა ენ ბოლეინის როლი. მთავარი როლი ითამაშა ფილმში, მერი ტიუდორი (1878). დაწერა პიესები. მათ შორის: აურელიანი (1878) და ამერიკელი გოგონა (1880), რომლებშიც წარმატებით ითამაშა ფანი დევენპორტმა. გამოჩნდა პიესაში, ჰამლეტი, თუმცა როგორც მსახიობს, დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Oscar Fay (1904). A Dictionary of American Authors, 5th, New York: Houghton Mifflin Co.. „'Dictionary of American Authors' section which begins on page 1 and in the 'Supplement' which begins on page 441“ 
  • (1995) რედ. Bowman, John S.: The Cambridge Dictionary of American Biography. Cambridge, England: Cambridge University Press. 
  • (1972) American Authors and Books. 1640 to the present day, 3rd, New York: Crown Publishers. 
  • Chester, Giraud (1951). Embattled Maiden. G. P. Putnam's Sons. 
  • Cullen-DuPont, Kathryn (2000). Encyclopedia of Women's History in America, 2nd, New York: Facts on File. 
  • Drake, Francis S. (1872). Drake's Dictionary of American Biography. Including men of the time, containing nearly 10,000 notices of persons of both sexes, of native and foreign birth, who have been remarkable, or prominently connected with the arts, sciences, literature, politics, or history, of the American continent. Boston: James R. Osgood & Co.. 
  • (1999) American National Biography. 24 volumes. New York: Oxford University Press. 
  • Kirk, John Foster (1891). Allibone's Critical Dictionary of English Literature: A Supplement. Two volumes.. Philadelphia: J.B. Lippincott. 
  • (1980) რედ. McHenry, Robert: Liberty's Women. Springfield, MA: G. & C. Merriam Co. 
  • Preston, Wheeler (1940). American Biographies. New York: Harper & Brothers Publishers. 
  • Vassar College Autograph file: A-I, 1783–1983 (4 cubic feet), New York State Library
  • Wallace, W. Stewart (1951). A Dictionary of North American Authors Deceased before 1950. Toronto: Ryerson Press. 
  • (1902) რედ. Warner, Charles Dudley: Biographical Dictionary and Synopsis of Books Ancient and Modern. Akron, Ohio: Werner Co.. 
  • Weatherford, Doris (2004). A History of Women in the United States. State-by-state reference. Four volumes. Danbury, CT: Grolier Academic Reference. „Use the Index in Volume 4 to locate biographies“ 
  • (1985) რედ. Whitman, Alden: American Reformers. New York: H.W. Wilson Co.. 
  • (1888–1889) Appleton's Cyclopaedia of American Biography. Six volumes. New York: D. Appleton & Co.. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]