ანა ელიზაროვა-ულიანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა ელიზაროვა-ულიანოვა
რუს. Анна Ильинична Елизарова-Ульянова
Anna Yelizarova.jpg
დაბადების თარიღი 14 (26) აგვისტო, 1864
დაბადების ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი[1]
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1935(1935-10-19)[1] [2] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
განათლება ბესტუჟევის კურსები და Q4419524?
მამა Ilya Nikolaevich Ulyanov
დედა Maria Alexandrovna Ulyanova
მეუღლე/ები მარკ ელიზაროვი

ანა ელიზაროვა-ულიანოვა (დ. 14 აგვისტო, 1864, ნიჟნი ნოვგოროდი — გ. 19 ოქტომბერი, 1935, მოსკოვი) — რუსი რევოლუციონერი, ვლადიმერ ლენინის და, მარკ ელიზაროვის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წელს დაამთავრა სიმბირსკის გიმნაზია. 1883 წლიდან სწავლობდა ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე სანქტ-პეტერბურგში. 1886 წლიდან მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში. 1887 წელს ძმის, ა. ულიანოვის საქმეზე დააპატიმრეს და მიუსაჯეს 5 წლით გადასახლება. სასჯელი მოიხადა სოფელ კოკუშკინოში, ყაზანსა და სამარაში. 1894 წელს ჩაება მოსკოვში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და კავშირი დაამყარა მუშათა წრეეებთან. 1896 წელს ერთმანეთს დააკავშირა დაპატიმრებული ლენინი და პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის“ წევრები. 1898 წლიდან გახდა რსდმპ-ის მოსკოვის კომიტეტის წევრი. 1903-1904 წლებში პარტიულ საქმიანობას ეწეოდა კიევსა და სანქტ-პეტერბურგში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1907, 1912, 1916 და 1917 წლებში იდაპატიმრებული იყო. 1918-1920 წლებში სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატში ეკავა ბავშვათა დაცვის განყოფილების გამგის თანამდებობა. შემდეგ მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში. იყო ლენინისა და პარტიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი,. 1932 წლამდე იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. დაწერა მოგონებები ლენინზე. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე სანქტ-პეტერბურგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Елизарова-Ульянова Анна Ильинична // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.