ანა გავალდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა გავალდა
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1970(1970-12-09)[1] [2] [3] [4] (53 წლის)
დაბადების ადგილი ბულონ-ბიანკური[5]
საქმიანობა ჟურნალისტი, მთარგმნელი, რომანისტი, სცენარისტი, მწერალი და საბავშვო მწერალი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[6]
ჟანრი რომანი
Magnum opus უბრალოდ ერთად
ხელმოწერა

ანა გავალდა (დ. 23 მაისი, 1970) — ფრანგი პედაგოგი და რომანისტი.

დაიბადა პარიზის გარეუბანში. მან პირველი წიგნი 1999 წელს გამოაქვეყნა, როცა საშუალო სკოლაში ფარნგულის მასწავლებლად მუშაობდა. ესაა მოთხრობათა კრებული „მინდა, ვიღაც მელოდოს სადღაც“, რომელმაც კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა. საფრანგეთში მისი სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ამასთანავე პრესტიჟული ჯილდო, გრან პრი, დაიმსახურა.

გავალდას პირველი რომანი „მე ის მიყვარდა“, რომელიც მისი წარუმატებელი ქორწინებითაა შთაგონებული, საფრანგეთში 2002 წელს გამოიცა და ბესტსელერი გახდა. მას მოჰყვა „35 კილო იმედი“, მცირე რომანი, რომელიც მან თავის მოსწავლეებს მიუძღვნა.

გავალდეს მესამე რომანი „უბრალოდ ერთად“ (2004) ერთ ბინაში მცხოვრებ ოთხ ადამიანზე გვიამბობს: საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებულ მხატვარ გოგონაზე, მძიმე ბავშვობით დაღდასმულ მზარეულ ბიჭზე, არისტოკრატული წარმომავლობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამაკაცსა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ მოხუც ბებიაზე. წიგნი საფრანგეთში ბესტსელერად ქცა. 2007 წელს მისი მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს კლოდ ბერი, ოდრი ტოტუ და გილიამ კანე ასრულებენ.

გავალდამ ფრანგულ ენაზე თარგმნა ჯონ უილიამსის რომანი „სტოუნერი“.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Babelio — 2007.
  3. Munzinger Personen
  4. ПроДетЛит — 2019.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #123657598 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. LIBRIS — 2018.
  7. The greatest American novel you've never heard of, The New Yorker.