ანა ბურდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Aenne Burda
დაბადების სახელი ანა მაგდალენა ლემინგერი
დაბადების თარიღი 28 ივლისი 1909
ოფენბურგი, ფრაიბურგი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი 2005 (96 წ.)
ოფენბურგი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
პროფესია გამომცემელი
მეუღლე(ები) ფრანც ბურდა
შვილ(ებ)ი 3

ანა ბურდა (გერმ. Aenne Burda, ქორწინებამდე ანა მაგდალინა ლემინგერი; 28 ივლისი, 1909 ოფენბურგი, ფრაიბურგი, ბადენი-3 ნოემბერი, 2005 ოფენბურგი) — გერმანელი გამომცემელი. გერმანიის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი სიმბოლო.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბურდა დაიბადა გერმანიის იმპერიის ქალაქ ოფენბურგში. მან სახელი “Enne”აირჩია პოპულარული სიმღერის მიხედვით Ännchen von Tharau (ანხენი ტარაუდან). იგი მატარებლის მემანქანის ქალიშვილი იყო.  ანა მაგდალენა ლემინგერმა არასრული განათლება მიიღო სამონასტრო სკოლაში, რომელიც 17  წლისამ  მიატოვა და  ოფენბურგის ელექტრო აპარატების  კომპანიის მოლარედ დაიწყო მუშაობა. 1930 წელს ანამ გაიცნო სტამბის დამაარსებლის ფრანც ბურდას ვაჟი-ტიპოგრაფი და გამომცემელი ფრანც ბურდა. წყვილმა იქორწინა ერთი წლის შემდეგ, 1931 წლის 9 ივლისს . მათ სამი ვაჟი შეეძინათ: ფრანცი (1932–2017), ფრიდერი (1936–2019) და ჰუბერტი (1940). მისი ვაჟიშვილ ჰუბერტ ბურდას მეუღლეა ცნობილი გერმანელი მსახიობი და ტელეწამყვანი მარია ფურტვენგლერი.[2]

ჟურნალის გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ლემინგერი და ფრანც ბურდა

1949 წელს ანამ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს საოჯახო ბიზნესის გაფართოვება და დააფუძნეს გამომცემლობა Burda  მშობლიურ ოფენბურგში. ქალებისათვის განკუთვნილი ილუსტრირებული ჟურნალის გამოცემა  მიზნად ისახავდა ომის შემდგომ ევროპაში დიასახლისების დახმარებას, რომ დამოუკიდებლად შეეკერათ თანამედროვე მოდური ტანსაცმელი და ელეგანტურად ჩაეცვათ სიღარიბის მიუხედავად.

იმავე წელს მან დაიწყო  ჟურნალ  Favorit-ის  გამოცემა, რომელსაც მოგვიანებით Burda Moden ეწოდა. ჟურნალი Burda Moden (ახლა მას Burda Fashion ეწოდება) 1950 წელს  100 000 ტირაჟით გამოიცა. იგი ბაზარზე პოპულარული გახდა 1952 წლის შემდეგ, როდესაც  დაიწყო მისი გამოშვება ტანსაცმლის თარგებთან ერთად. Burda Moden გახდა პირველი დასავლური ჟურნალი, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოიცა.

ჟურნალ ბურდას ლოგო
ანა ოჯახთან ერთად თავისი 50 წლის იუბილეზე

ქალთა   ჟურნალის გამოცემის იდეა ძალიან მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა. პირველი ტირაჟი შეადგენდა ასი ათასს. დაახლოებით 15 წლის შემდეგ მისმა ტირაჟმა მხოლოდ გერმანიაში მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ბურდა იყო შესანიშნავი საჩუქარი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისათვის. ანა ბურდა ცდილობდა, რომ მის მიერ შეთავაზებული მოდელები მოხერხებული ყოფილიყო. სწორედ მისი საშუალებით ისწავლეს ქალბატონებმა საკუთარი ხელით მოდური კოსტუმების კერვა.ჟურნალი არ ჩერდებოდა მიღწეულზე და მუდმივად აუმჯობესებდა გამოცემას. ანამ ბუტიკები გახსნაგახსნა ნიუ იორკში მანჰეტენზე, სადაც მის მიერ შექმნილი ტანსაცმლის მოდელებს სთავაზობდა მომხმარებელს. მალე Burda Moden-მა უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნა მაღაზიები.  ჟურნალმა მალე უდიდესი გამომცემლის სტატუსი შეიძინა.  გამოვიდა Burda Internationale, რომელიც მთლიანად სამზარეულოს ეთმობოდა. 1977  წლიდან დაიწყო ჟურნალ Burda CARINA -ს გამოშვება. ეს იყო ჟურნალი მოდის თანამედროვე ტენდნციებსა და ცხოვრების სტილზე.  გათვლილი იყო შედარებით ახალგაზრდა აუდუტორიაზე.[3]თუმცა გამომცემლები მიღწეულზე არ გაჩერდნენ და დაამატეს ახალი გამოცემები Ana, Verena. ჟურნალებში მოცემული იყო რჩევები და გაკვეთილები ქსოვის, ქარგვის, ხელსაქმის, ნაძვის ხის სათამაშოების დამზადების,  ბაღის, სახლის კეთილმოწყობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო ქალბატონებში, მისი ერთგული მკითხველები მამაკაცებიც გახდნენ.

ანა ბურდამ დააარსა ორი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა მეცნიერებსა და ასაკოვან ადამიანებს მის მშობლიურ ქალაქ ოფენბურგში.

ანა ბურდა გარდაიცვალა 2005 წლის 3 ნოემბერს 96 წლის ასაკში. [4]

დღეს ჟურნალი Burda Fashion იბეჭდება ორ ათეულ ენაზე და იყიდება თითქმის ას ქვეყანაში.

ციტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ”ჩემი მიზანია შევქმნა პრაქტიკული ტანსაცმლის მოდელები ხელმისაწვდომ ფასად,  იმისათვის რომ მატი ტარება შეძლოს რაც შეიძლება ბევრმა ქალმა"..[5]
  • ”მე ვისწავლე დაბერება ახალგაზრდა გულით, რითაც შევინარჩუნე სიცოცხლის ხალისი და მხიარულება.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1974 დიდი ჯვარი ღვაწლისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე;
  • 1979 წლის ოფენბურგის საპატიო ბეჭედი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობისთვის;
  • 1984 წლის ბავარიის ღირსების ორდენი;
  • 1985 ბადენ-ვიურტემბერგის ღირსების ორდენი;
  • 1989 იაკობ ფუგერის მედალი ბავარიის გამომცემელთა ასოციაციის მიერ ( ანა ბურდა პირველი ქალია, რომელმაც დაიმსახურა ხსენებული ჯილდო);
  • 1989 ანა ბურდა გახდა მშობლიური ოფენბურგის საპატიო მოქალაქე;
  • 1990 კარლ ვალენტინის ღირსების ორდენი;
  • 1994 წლის მადლობის ოქროს ორდენი ზალცბურგის (ავსტრია) პროვინციიდან;
  • 2001 წელს დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი ღირსების ორდენით ვარსკვლავით, როგორც გამორჩეული საქმიანი ქალი.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Aenne Burda_1909-2005" (in Czech). Archived from the original on 2009-06-19. Retrieved 2009-08-01.
  2. "Hubert Burda Media.de/com - UNTERNEHMEN - Historie". Aenne Burda. Archived from the original on 2013-01-16. Retrieved 2013-01-19.
  3. Burda Style. "Fashion, Sewing Patterns, Inspiration, Community, and Learning | BurdaStyle.com". Burdafashion.com. Archived from the original on 2010-02-05. Retrieved 2013-01-19.
  4. "German Fashion Imress Aenne Burda dies at 96"
  5. "Hubert Burda Media de/com UNTERNEHMEN - Historie". Aenne Burda. Archived from the original on 2012-07-17. Retrieved 2013-01-19.